MeTamashiMindaხო მაგრამ ერთი რამეა. ჩემი შეხედულებით სამყარო და საზოგადოება აწყობილია კერძო მორალზე და არა რაღაც ზოგად მორალზე. ამისი ნათელი მაგალითი - ვიღაც ჩეჩენ გოგოს რომ ქვებით ქოლავდნენ - ჩემ გარშემო ხალხი ზოგი კმაყოფილებით აღსავსე ამბობდა ქმარს უღალატა და დაიმსახურაო მაგ ვიდეოს ყურებისას - ზოგი შეძრწუნებული იყო - ზოგი ტიროდა.
შესაბამისად ყველაფრის აღქმა ინდივიდუალურ პრემისებზეა დამოკიდებულია და ყოველი პრემისი ინდივიდუალურ რეალობას ქმნის - ვთქვათ ა ტიპს ტვინი #####ნეს მაგ გოგოებმა, იმენა ჯიბეები ჩამოახიეს და იმიტომ რომ ლმობიერი და თავმდაბალი ტიპია - ერთი უხეში სიტყვაც არ უთქვამს, ოღონდ ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა - ასევე არის ბ ტიპი, ვისაც პატარა და ყავს რომელიც ვიღაც ვირმა სცემა ქუჩაში და დალურჯებული მოვიდა სახლში, ამ ტიპმა იმ ვირის არც სახელი იცის არც მისამართი და ეს შეურაცხყოფა და დამცირება გულში დარჩა და სულს უწამლავს. ამ ვიდეოს ყურებისას ა ტიპი ვერანაირად ვერ იგრძნობს და დაინახავს იმას რასაც ბ ტიპი - მაგრამ ორივეს გრძნობა valid იქნება. ორივეს მიკრორეალობას თანაბარი უფლება ექნება არსებობისა - ნების თავისუფლება და პიროვნული თავისუფლება ეგაა.
შესაბამისად მორალურად არათანმიმდევრულობის - როგორც კონცეპტის საერთოდ არ მჯერა. მორალი და ჭეშმარიტება ინდივიდუალურია და ემყარება ინდივიდუალურ პრემისებს (ბავშვობას, გამოცდილებებს, გარემო ტემპერატურას და იმასაც კი რა აქვს ადამიანს ნაჭამი). ადამიანისთვის შესაძლებელი არ არის რომ ეს პრემისები უარყოს - დაჯდეს და აბსოლუტური მათემათიკური სიზუსტით განსაზღვროს ორივე მხარის what და if-ები - იმიტომ რომ მორალური და ემოციური მდგომარეობების მათემათიკურ ერთეულებად სწორად გადაკონვერტებას დღემდე ვერ ახერხებენ ყველაზე მაგარი პროგრამისტებიც კი.
ხოლო თუ მორალურობას ბრუტალურობით განსაზღვრავ - ანუ ა და ბ-ს შორის რომელიც ნაკლებად ბრუტალურია იმას თვლი სწორად და მორალურობის კომპასად - მაშინ ყველა ბრუტალური ადამიანი რომლებმაც დიადი რამეები შექმნეს არასწორები ყოფილან და ილუზორულ რეალობაში უცხოვრიათ - რაშიც ასევე ვერ დაგეთანხმები.
This post has been edited by That_Dude_With_Guitar on 12 Mar 2018, 11:20