უკრაინაში რუსეთისთვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირების, მათ შორის ჟურნალისტების ჩხრეკა მიმდინარეობს
15:08 12-03-2018
უკრაინაში რუსეთისთვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირების, მათ შორის ჟურნალისტების ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთს უწყობენ ხელს ანტიუკრაინული აქციების ჩატარებაში.
როგორც უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა, სპეცსამსახურის თანამშრომლები 25-ზე მეტ ადგილას ატარებენ ჩხრეკას.
არსებული ინფორმაციით, ჩხრეკები ასევე ტარდება რიგ ჟურნალისტებთან მიმართებაში.
„სამწუხაროდ, ამ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტებიც არიან, თუმცა ამა თუ იმ პროფესიისადმი კუთვნილება არ შეიძლება ინდულგენციის მიზეზი გახდეს“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში ამოღებულია პროპაგანდისტული მასალები, იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ დღევანდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ ღორუსეთუმეებს ბუზსაც ვერავინ აუფრენს ---უფროსწორად არ აუფრენს.
This post has been edited by kardinali100 on 12 Mar 2018, 15:36