ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება ყველას!
ცვლილებები რეალური შედეგისთვის!
„საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს თავისი ნიჭისა და უნარის სრულად გამოყენების საშუალება. ჩვენ მაღალგანვითარებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ. ჩვენ შევქმნით და განვავითარებთ თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩვენ 21-ე საუკუნეში სწორედ განათლებით დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში“.
ბიძინა ივანიშვილი
განათლება სამწუხაროდ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ძვირია სახელმძღვანელოები, ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც დაწყებით განათლებასაც კი ვერ იღებენ
„საჩვენებელი სკოლების“ გარდა, მოსწავლეთა ნაწილს კვლავ დანგრეულ და გაყინულ შენობებში უწევს სწავლა
საშუალო სკოლებში მოუწესრიგებელია სასწავლო პროგრამები
ხდება პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა და, შესაბამისად, დაუცველია მათი, როგორც დასაქმებულთა, უფლება
უმაღლესი სასწავლებლები არ არიან დამოუკიდებლები, მათი მართვა ცენტრალიზებულია, უკიდურესად პოლიტიზებულია სტუდენტური თვითმმართველობები
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას.
ჩვენ ამას შევცვლით!
ჩვენი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების მიღებას
საჯარო ბაგა-ბაღები გახდება უფასო
ყველა სოფელს/თემს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს
მასწავლებლების შერჩევა მოხდება მხოლოდ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით
მნიშვნელოვნად გაიაფდება სახელმძღვანელოები; მათი ნაწილი იქნება უფასო, შეღავათები დაწესდება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისაგან
უნივერსიტეტებს ექნებათ რეალური ავტონომია
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუბრუნდება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქცია
გაიხსნება ახალი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე უმაღლესი დაწესებულებები
კონკურენტუნარიანი გახდება პროფესიული განათლება
ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემა!ჩ
ვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!
http://gd.ge/?m=8&double=17ღირსეული დასაქმება ყველას!
ცვლილებები რეალური შედეგისთვის!
„კარგად მესმის, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მე მთელ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებ, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ადამიანი, რომელიც სამსახურს ეძებს. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ღირსეულ სამუშაოს და ღირსეულ ხვალინდელ დღეს“.
ბიძინა ივანიშვილი
დღეს სამსახური პრივილეგიაა, რომლითაც, პირველ რიგში, სახელისუფლებო ელიტა, მათი ნათესავები და მეგობრები სარგებლობენ. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის სტილია
პოლიტიკური კლანები და მონოპოლიები აკონტროლებენ ბიზნესს, რაც ხელს უშლის სამუშაო ადგილების შექმნას
მოქმედი შრომის კოდექსით იგნორირებულია დასაქმებულთა უფლებები
დაუსაქმებელია ბევრი პროფესიონალი
ჩვენ ამას შევცვლით!
ხალხის რეალური დასაქმება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება!
მასობრივი უმუშევრობა დასაქმებით შეიცვლება!
ჩვენ შევქმნით:
ახალ, სამართლიან და დაბალანსებულ შრომის კოდექსს
ევროპული სტანდარტების შესაბამის კანონმდებლობას რეალური პროფესიული კავშირების ასამოქმედებლად
ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება:
- მონოპოლიების გაუქმებით და კლანური წნეხისგან ეკონომიკის გათავისუფლებით
- მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით
- რეალური ინვესტიციების მოზიდვით
რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო
პრიორიტეტული იქნება ადგილობრივი კადრების დასაქმება
ბიზნესის დასაწყებად დაწესდება სპეციალური შეღავათები
სახელმწიფო წაახალისებს იმ საწარმოებსა და კომპანიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს დაასაქმებენ
ამ გეგმის განხორციელება ჩვენი გამარჯვებისთანავე დაიწყება!
ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები!
ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!
http://gd.ge/?m=8&double=18ძლიერი სოფელი - ძლიერი საქართველო!
ცვლილებები რეალური შედეგებისთვის!
„ბავშვობიდან ვიცი მიწაზე შრომის ფასი. ვიცი, რა მძიმეა სოფელში შრომა. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ გლეხი წელში გაიმართოს. არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი სოფლის ფეხზე დაყენება იქნება“.
ბიძინა ივანიშვილი
გადაუჭრელია მიწის საკუთრების პრობლემა
სოფელი იცლება, დაუმუშავებელია მიწის უდიდესი ნაწილი
გლეხს არა აქვს სათესლე მასალის, შხამქიმიკატების, სასუქისა და საწვავის ყიდვის საშუალება
კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომარაგება, არ არსებობს თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები
გაუმართავია სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, სოფლების უმეტესობას არა აქვს წყალი, საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია
სახელისუფლებო მონოპოლიები აკონტროლებენ აგრარული ბაზრის ძირითად ნაწილს, დიდი რაოდენობით უცხოური პროდუქციის შემოტანით გზას უკეტავენ ადგილობრივ, ქართულ პროდუქციას
ჩვენ ამას შევცვლით!
ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ სოფელი!
გამარჯვებისთანავე, „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის სპეციალურ პროგრამას განახორციელებს
საწყის ეტაპზე შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების 1 - მილიარდიანი ფონდი!
სოფელს გარანტირებული ექნება:
გრძელვადიანი და წლიური 3%-მდე შეღავათიანი სესხი
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და საწვავით უფასო სარგებლობა
უფასო სასუქი და შხამქიმიკატები
მოსავლის დაზღვევა
უხვმოსავლიანი სათესლე მასალა და მაღალი ხარისხის ნერგები
გამართული სარწყავი და სადრენაჟე სისტემა
დაცული შიდა აგრარული ბაზარი
საერთაშორისო ბაზრების ხელმისაწვდომობა
თანამედროვე ტექნოლოგიები, საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრები
რეალური თვითმმართველობა
საქართველოში ყველა გლეხს ექნება დაკანონებული მიწა!
ყველა რეგიონში შეიქმნება ახალი საწარმოები!
ჩვენ ვიცით, როგორ ვუშველოთ სოფელს!
ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!
http://gd.ge/?m=8&double=19„საჩხერეში ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ასეთივე უფლება. ჩვენ შევქმნით ევროპული ტიპის ჯანდაცვის სისტემას, რომელიც სოციალური სოლიდარობის პრინციპებს დაეყრდნობა. სახელმწიფო ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით“.
ბიძინა ივანიშვილი
ცვლილებები რეალური შედეგისთვის!
ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა!
მოშლილია პირველადი ჯანდაცვის სისტემა
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია მინიმალური ჯანდაცვა
მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები ბევრი ოჯახისთვის სერიოზული პრობლემაა
არაეფექტიანია უმწეო და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაზღვევა
მონოპოლიზებულია სამედიცინო სფერო, განსაკუთრებით ფარმაცევტული და სადაზღვევო ბიზნესი. ეს კი სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გაძვირებას იწვევს
განსაკუთრებით დაუცველი არიან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები
არაეფექტიანი და მონოპოლიზებული სისტემის გამო, დაუცველია ექიმთა უფლებები. მომსახურების სიძვირის მიუხედავად, დაბალია მათი ანაზღაურება
ჩვენ ამას შევცვლით!
სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე!
დაზღვეული იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე
ყველა სოფელს/თემს ექნება ამბულატორია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის
ყველა რაიონულ ცენტრში გაიხსნება დიაგნოსტიკური ცენტრები, სტაციონარული საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები
მოისპობა მონოპოლიები როგორც ფარმაცევტულ, ისე სადაზღვევო ბაზარზე. მკვეთრად გაიაფდება მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება
ჯანდაცვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით გაიზრდება მედპერსონალის ანაზღაურება,
კვალიფიციურ ექიმებს ექნებათ ღირსეული სამუშო ადგილი
სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური პაკეტით სრულად დაფინანსდება:
ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები);
მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა);
სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება);
ორსულთა მოვლა და მშობიარობა;
უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია);
გადაუდებელი სტომატოლოგია
მედიკამენტები - პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით.
გაორმაგდება შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
- დიაბეტის პროგრამა
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა
- ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარების პროგრამა
- უსაფრთხო სისხლის პროგრამა
ამასთანავე, დაფინანსდება სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამები:
ტუბერკულოზის პროგრამა
დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა
ნარკომანიის მკურნალობის პროგრამა
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროგრამა
აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამა
ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მკურნალობის პროგრამა
იშვიათი დაავადების მქონე ავადმყოფთა მკურნალობის პროგრამა
პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამა
უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვლევების ხელშეწყობის პროგრამა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მზრუნველობის პროგრამა
ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა!
ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!
http://gd.ge/?m=8&double=20