#52340132 · 13 Mar 2018, 00:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე პირადად როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, მიჩნდება ღრმა პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან რამე ფორმით მოლაპარაკებაზე მიდის. ეს აბაშიძე კარასინის ფორმატიც პირადად ჩემთვის არის შეურაცხოფა, ეს არის მარაზმი, რადგან ყველამ იცის, რომ ამ მოლაპარაკებას არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია.
ვიცი ბევრი გაიზიარებს ჩემს აზრს და მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას მიიღონ კანონი, რომ არსად არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავიდნენ ოკუპანტთან, სანამ ისინი უკან არ წაიღებენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უნამუსოდ აღიარების გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა ეს რუსეთს არ დააშინებს და ისინი უკან არ წაიღებენ აღიარებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცე პოზიციაზე და მთელი მსოფლიოს თანამეგობრობას უნდა დავანახოთ, რომ ოკუპანტთან არ მივდივართ არანაირ მოლაპარაკებაზე, ანუ არ ვთმობთ აბსოლუტურად არაფერს.
ამის გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, პოზიციამ, ოპოზიციამ, უმრავლესობამ, უმცირესობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, გამოიყენოს აბსოლუტურად ყველა დიდი თუ პატარა საერთაშორისო ტრიბუნა და კატეგორიულად მოვთხოვოთ მსოფლიოს თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინასთან და მოლდავეთთან ერთად უნდა შევქმნათ რაღაც ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა, რაშიც მხარს დაგვიჭერენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რაც მთავარია ა.შ.შ.
არავინ არ თქვას, რომ ამას შედეგი არ მოყვება, სიცოცხლე უნდა გავუმწაროთ რუსულ დელეგაციებს ნებისმიერ სამიტებზე, ფორუმებზე დ.ა.შ. რაც ყველაზე მთავარია ამაში მუდმივად და ძალიან დიდი ძალებით უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, თვითოეულ ადამიანს საკუთარ მოვალეობად უნდა მიაჩნდეს, რომ ამ უდიდეს მოძრაობაში რითიც შეუძლია მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა. დიასპორა კი გვყავს ძალიან დიდი მთელ ევროპაში და შტატებში. თუნდაც 1 კვირით რომ მიდიხარ სამოგზაუროდ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, საკუთარ მოვალეობად უნდა თვლიდე რომ თუნდაც 1 დღით შეუერთდე საერთო აქციას, რომელსაც ექნება მშვიდობიანი ფორმა რუსეთის საელჩოებტან, რომელიც მუდმივ ხასიათს ატარებს. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, გაცილებით მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა გვექნება და ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიღებს. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტად "იბრძვი" შენი წართმეულის დაბრუნებისთვის, მით უფრო მეტად დაგეხმარება ის ვიღაც, ვინც შენ მხარს გიჭერს.
ნუთუ ისე დავეცით რომ ამას ვერ შევძლებთ!!!
--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)
ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)
იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
|