როდესაც კვდებოდა.
ძალიან ცუდად იყო და ლოგინად ჩავარდა სიკვდილის წინ. გვერდით მეუღლე იჯდა თავის დაქალთან ერთად.
დაუძახა მეუღლეს. საუბარიც უჭირდა.
მეუღლეს უთხრა: მომისმინე ახლა ყურადღებით რასაც გეტყვი(დაახველა). სახლის უკან ახორი რომ გვაქვს.(ღრმათ ამოისუნთქა.). ახორის უკან მიდი და დიდი ქვა უნდა ნახო იქ.(შეჩერდა ცოტახნით.). გადააბრუნე ის ქვა და ამოთხარე მიწა... (ხველა აუტყდა ისევ და ღრმად სუნთქვა დაიწყო. მეზობელ ქალს თვალები გაუფართოვდა როდესაც გაიგონა მიწის ამოთხრა. ბებიაჩემიც გაოცებული უსმენდა. თან როდესაც დიდი პაუზა გააკეთა, ბებიაჩემმა ხო რა ვქნა მეროე ჰკითხა.) მიწა ამოთხარე და რქას ნახავ იქ. (ხველა აუტყდა ისევ. ბებიაჩემს ცრემლი მოადგა და ისევ ჰკითხა. მერე. რა ვუყო იმ რქას.) აიღეთ ის რქა. ხო და შენ და ასმათამ ტრაკში იკარით....
:დ
ბაბუაჩემს სიკვდილის წინაც კი არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა...
სულ რამოდენიმე ადამიანს ვიცნობდი მასეთს, რომლებიც არასოდეს კარგავდენ იუმორის გრძნობას..
ერთერთი მასეთი ადამიანი გუშინწინ დავასაფლავეთ..
მამაჩემის ბავშვობის მეგობარი..
ბოლომდე იქ ვიყავი და მიცვალებულთან სახლში ვათენებდი ღამეებს.
მიყვარდა ის ადამიანი მაგრად..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.