1905 წლის 23 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში მეფისნაცვლის წარმომადგენელ კრიმ-გირეისთან შეხვედრისას მოსახლეობა მიიღო მანიფესტი
წარმოუდგენლად პროგრესული და დემოკრატიული მოთხოვნები არამარტო იმ დროის მსოფლიოსთვის ეხლაც კი ბვერ სახელმწიფოში არაა ისეთი დემოკრატია 114 წლის წინ რომ ითხოვდნენ გურულები
სამწუხაროდ ეს დოკუმენტი ფართო მასებში ცნობილი არაა და არც სკოლებში ისწავლება, რისი მთავარი მიზეზიც სავარაუდოთ ეკლესიის მიმართ მოთხოვნებია
რას ითხოვს ეს მანიფესტი
1) თავისუფლება და თანასწორობა
სიტყვისა და კრების თავისუფლება
პიროვნების ხელშეუხებლობა
პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა
დახურული სამკითხველოების დაუყოვნებლივ გახსნა (ინფორმაციის თავისუფლება)
წოდებათა გაუქმება
2) ადმინისტრაციული რეფორმა
საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმება;
აქციზების და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება
საეკლესიო გადასახადების (დრამის ფული) გაუქმება
პროგრესირებადი დაბეგვრის შემოღება
ყველა იმ გლეხის გათავისუფლება გადასახადისგან, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 500 მანეთს (დაუბეგრავი მინიმუმი)
3) მიწის რეფორმა
საუფლისწულო, საეკლესიო სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ
სანადელო მიწების გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ,
სანადელო მიწებში გადახდილი ვალის უკან დაბრუნება გლეხობისთვის (ალბათ ამიტომაც არ აცნობენ ამ დოკუმენტს ფართო მასებს)
4) განათლების რეფორმა
ორივე სქესისთვის 16 წლამდე უფასო საყოველთაო სწავლების შემოღება წოდებისა და ეროვნების განურჩევლად
სოფლებში სასწავლებლების არსებობა
სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღება
საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება
სასულიერო პირებისთვის სკოლის გახსნის აკრძალვა (ამ მიზეზების გამოც : ) )
დეტალურად აქ
http://aboutguria.blogspot.com/2013/10/blog-post_4.htmlვიცნობდეთ ქართული დემოკრატიის საწყისებს