საერთოდ როცა ადამიანი მაწუხებს და არ მინდა ნახვა, მეგობრობა ან ნებისმიერი სახის ურთიერთობა და ა.შ. რამენაირად ვახვედრებ და ისიც ხვდება და თავს მანებებს, ბოლობოლო იმასაც თავისი თავმოყვარეობა აქვს და გრძნობს რომ შეტენვაში გადასდის საქციელი და ხვეწნას და ფეხქვეშ დაგებას აღარ იწყებენ.... სადღაც უკვე ჩერდებიან როცა ზედმეტი მოსდით...
აი რავიცი, ჯამში ბევრი ასეთი ადამიანი მოვიშორე, ზოგთან მომიწია პირდაპირ თქმა რომ მაგრად მკიდია არ ვართ მე და შენ ძმაკაცები და ნუ მეკონტაქტებითქო, თუმცა ეგეთი ლაპარაკის საბაბიც მქონდა, ხოდა ეგეთი ლაპარაკი მაგრად მერიდება ხოლმე და ძალიან მიტყდება, უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვებიათ... დაჟე დღემდე ტელეფონზე და FB-ზე მყავს დაბლოკილი ორი ეგეთი ტიპი და ტელეფონზე პერიოდულად, დაახლოებით 2 თვეში ერთხელ ერთისგანაც და მეორესგანაც ზარი შემოდის, Call history-ში ჩანს, მაგრამ ეგრევე Reject რომ მისდით, მეორედ აღარ რეკავენ, ტიპები ამოწმებენ ბლოკი მოვხსენი თუ არა
სიტყვებით აღწერაც კი მიჭირს რამდენად საშინელებაა ეს...
გადაკიდებული მყავს ხალხი და ვერ ვიცილებ ვერანაირი ხერხით, არადა ძალიან უბრალო ტიპი ვარ აი საერთოდ არაფერი არ მაქვს განსაკუთრებული, არც სულიერი, არც მატერიალური, აი არაფერი გასაგიჟებელი არ მაქვს, მაგრამ ტიპები აკიდებული ხორცივით დამსდევენ...
ხოდა ამ თემაზე საუბარი რატომ დავიწყე იცით,
ორი ადამიანია რომელსაც იმენნნნნნნნნნა ვერ ვიცილებ ვერანაირად, ყველანაირად მივახვედრე რომ ღლეზე მკიდია, აი მაგალითად, მაგის დარეკილს არ ვიღებ, და გვერდზე უდგას ტიპი(რომელსაც მეც ვიცნობ) და იმას არეკინებს ჩემთან, ხოდა მაგის დარეკილს ვიღებ და ველაპარაკები ჩვეულებრივად, მერე მესიჯებს მწერს და არ ვპასუხობ, FB-ზე მწერს და 3 დღეში ვწერ ძალიან მოკლე პასუხს, ვითომ აქამდე არ მინახავს მაგის მოწერილი და ეხლა ვნახე და ა.შ.

მაგრამ აი ტიპი იმენა არ მეშვება, თან უბნელია ერთიც და მეორეც და გინდა-არ გინდა მაინც გადააწყდები შემთხვევით რაა, უბნელი კიარა თბილისის ერთ ბოლოში მცხოვრები მეორე ბოლოში მცხოვრებთან ნახულობს შემთხვევით რაღაც გადაკვეთის წერტილს და ამას როგორ უნდა დაემალო... ხოდა რო შემხვდება, ისე მესალმება, არც არაფერს მაგრძნობინებს და სამომავლო გეგმებზე მიწყებს ლაპარაკს

ჰჰააააა აბა რა ვქნათ იქ არ ვიგულაოთ? ზამთარში გუდაურში არ წავიდეთ? ბერლინში ხო არ გაგვეგაზა სექტემბერში? ან წამო რაა (პირობითად) 'ნიკუშას' ან 'ბექას' ან ვინმეს ავუაროთ შეჩემა(თან ეს ვიღაცა, ვისაც უნდა 'ავუაროთ', არის მაგის ძმაკაცი რომელიც მაქსიმუმ 2-3ჯერ მეყოლება ნანახი

) , ხოდა ავუაროთ და უფრო წყნარად ვიბაზროთ მომავალ გეგმებზე და ა.შ. არადა წინა დღეს მაგის დარეკილს არ ვიღებდი, კვირაობით არ ვპასუხობდი მოწერილზე და ვაიგნორებდი სრულად პახოდუ ხედავდა რომ სხვის დარეკილს ვიღებდი, სხვის მოწერილს ვპასუხობდი და მაინც ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარაო.......
რა ვქნა, ვეღარ ვფიქრობ, გაგიჟებული ვარ უკვე, ტელეფონს ვთიშავ ხოლმე და მაგის გამო სხვას ვეღარ ვპასუხობ უკვე ტელეფონზე,
ეხლაც ანაკლიაში რომ ვიყავი, მზის სათვალე არ მომიხსნია საერთოდ, იქ დაახლოებით 3-4 ეგეთი გამეჩითა ვისი ნახვაც არ მინდოდა და რომ მენახა, გვერდიდან რომ არ მომცილდებოდა და ჩემ მეგობრებთან ერთად შემოგვეტენებოდა და შეიძლებოდა სახლშიც გამოგვყოლოდა, აი ეგეთი კლიზმები მყავს, მზის სათვალეში თან სიბნელეში ცოტა ძნელია ადამიანის ცნობა ხოდა ვერ მიცნეს რაა რამდენიმეჯერ ჩამიარეს და ვერ მიცნეს, ისე გამისწორდა რო რავიცი

დაილოცოს ეგ მუქი მწვანე სათვალე
პროსტა მაგრად ტეხავს ყველგან ასე ფრთხილად რომ ვარ, უკვე კომპლექსივით გამიჩნდა, სადაც ხალხმრავლობაა, ფრთხილად ვარ და ვაკვირდები რომელიმე კლიზმათაგანი ხომ არ არის, აი აღარ ვიცი რა მეთოდს მივმართო, იქნებ თქვენ იცოდეთ ან მირჩიოთ რამე? მაინც ფორუმია და სხვადასხვა ცხოვრების, სხვადასხვა იდეოლოგიის, ხასიათის, აღქმის უნარის და ა.შ. ადამიანები პოსტავთ და ყველამ თავისი გადმოსახედიდან რამე რომ მირჩიოს, იქნებ რამე გამოსავალი ვნახო.... თავს ზემოთ ძალა აღარ არის, პირდაპირ 'იდი ნახუი შენი დედა ###### ხომ ხედავ რომ ყ'ლეზე მკიდიხარ?' ამის თქმა ვერ გამოვა უბრალოდ, თან უკვე დიდი ვარ და მუშტების ქნევა ცოტა მესირცხვილება კიდევაც

და სხვა გზას არ მიტოვებენ, ჩხუბით დამთავრება კიდევ არ მინდა.................
თან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, აი ძალიან უბრალო ტიპი ვარ, საერთოდ არავის არ ვაწუხებ გარშემო და არც არაფერი განსაკუთრებული თვისება არ მაქვს რომ მაგისთვის შეიძლება უნდოდეს ადამიანს ჩემთან ურთიერთობა, ან არც არანაირი მატერიალური რესურსი, რის გამოც შეიძლება გამორჩენის მიზნით შეიძლება შემეტენოს ტიპი, მაგრამ აი ვერ ვიშორებ ამ ადამიანებს...