#52352553 · 14 Mar 2018, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 26 620.45 ლარი ჩამოაწერა. კომისიამ განიხილა დავები მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს და კომპანიების მხრიდან მიერთების ვადების დარღვევებს. კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ კომისიას წერილობით ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 16 216.
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
|