uchinmachiniკი მაქვს ეგ მეც - კასეტა ოღონდ. აუ რამდენჯერ გაუჩითავთ ჰიმნი

ეგ რა გამახსენე. ტიპმა მოიცა მაქვს როგორ არაო - წავიდა და ველოდე 20 წუთი და მოაქ 5-6 კასეტა, გამოვსირდი ამდენი ჰიმის კასეტა ერთ გამყიდველთან არასოდეს არ მინახია ერთად და დამილაგა ჰიმნების კრებულები.
ერთხელ დაჟე დენიელ ლაიონაიც კი გავჩითე - კაი ხანი არ მჯეროდა რო ჰიმი იყო და რაღაც პადძელკა მეგონა სანამ ინტერნეტთან ადამიანური წვდომის ეპოქა არ მოვიდა. ჩემი პირველი კასეტა პირველმა შეყვარებულმა მომცა მაგარია მოუსმინეო - რაღაც დაზბორნიკებული "gone with the sin" იყო შიგ და წარმოიდგინე deep purple, metallica - მარტო ამათ ვუსმენდი 4 წელი მაქამდე - ყურებში გასხივოსნება დამემართა.
ხიბლზე მეც ბევრი მიფიქრია. მაგ დროს სულ სხვანაირი იყო მუსიკის მოსმენა. თუ გინდოდა კაი მუსიკა ტრაკი უნდა აგეწია, გეარა ნაწვიმარ, ატალახებულ ვაგზალზე, გეძებნა და რო იყიდიდი მერე "აუ სახლამდე რა მიიტანს ამას" ფიქრობდი მთელი გზა. ხანდახან მეგობარი რო შემხვდებოდა უკანა გზაზე უცებ ვიშორებდი ან ვერიდებოდი რო დრო არ დამეკარგა.

ახლა თითქოს სემიჩკასავით ვუსმენ მუსიკას. მარა მგონია რო ასაკის ბრალიცაა - მაშინ უფრო ემოციურები ვიყავით, იმ ასაკში და უფრო დიდი კავშირი გვქონდა სამყაროსთან და ბუნებასთან ალბათ. ნაკლებად დაბინძურებული გონება გვქონდა.
კიდე ერთი ჰიმის ზბორნიკი იყო და ბოლოში ეს ვეში იყო:
და ესეც კაი ხანი მეგონა რომ ჰიმი იყო.
2017-ში ბოლო ლაივი ჰქონდათ - ძალიან გამიტყდა, მინდოდა ერთხელ მაინც მღირსებოდა ჰიმის და 69 eyes-ის ტავასტიაში ნახვა ახალ წლებზე.

the 69 eyes, svenia, tiamat, charon - ყველა ჰიმის სიმილარებით ვიპოვნე. რო ამოვწურე ჰიმი და ყველა სიმღერა ოცჯერ გადავისმინე, ახალ ალბომამდე ხო მინდოდა ახალი მასალა და ინტერნეტ კაფეებში ვეძებდი ხოლმე.
This post has been edited by That_Dude_With_Guitar on 15 Mar 2018, 11:29