ჩვენს ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის, - გერმანიაში მიგრანტების ჩასვლით გამოწვეული უკმაყოფილება იზრდება. ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი „ბილდი“ იტყობინება.
„ბილდის“ გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება დრამატულად იცვლება. მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევდა, რომ გერმანიაში ისლამის ადგილი არის.
გერმანული ტაბლოიდის უახლესი გამოკითხვის მიხედვით კი, ისლამის ლოიალისტთა მაჩვენებელი 33%-დან 22%-მდე ჩამოვიდა. გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ გერმანულ პოლიტიკაში ისლამის ადგილი არ არის. გერმანელების უმრავლესობას „ისლამიზაციის“ შიში აქვს.
გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - მემარჯვენე პოპულისტური ფრთა და ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტია, წარადგინა საარჩევნო მანიფესტი მოწოდებებით - აიკრძალოს გერმანიაში „ბურკა“ (მუსულმანური სამოსი) და „ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის“.
სწორედ ეს პარტია გაუწევს დიდ კონკურენციას მომავალი წლის შემოდგომაზე არჩევნებში ანგელა მერკელის „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატთა კავშირის პოლიტიკურ ალიანსს“.
მიგრანტთა საკითხის გამო გერმანიის კანცლერის რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა.
გასულ წელს, გერმანიაში ერთ მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=42258ვუი, ვუი (მარგარიტას ხმით

)
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3