“საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და გაუმჯობესება“,- ასე აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.
ჯანი ბუკიკიო გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.
“ეს არის გაუმჯობესება. როგორც დისკუსიისას აღვნიშნე, ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად“,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.
//////
“ძალიან მოხარული ვარ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა განაცხადა.
“საქართველომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა. ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად. თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით“,- განაცხადა თომას მარკერტმა.
http://2020news.ge/2018/03/16/%E1%83%AF%E1...83%A2%E1%83%A3/
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3