დღეს უნივერსიტეტში ვიყავი გასული რაღაც საქმეზე და სტუდენტები ვარჯიშობდნენ იქ. 
რაღაც ჯგუფი აქვთ შექმნილი და უკრავენ სხვადასხვა სიმღერებს მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენებით. 
აი მომინდა იქ იმათთან ერთად ყოფნა და რაღაცაზე დაკვრა.. 
მაგრამ რაზე დავუკრავდი მე?! მაქსიმუმ ის რგოლი დამეჭირა და მექნია იქეთ აქეთ.. 
გადავწყვიტე.. 
ამ ინსტრუმენტს დავეუფლები: 
 ჩავსასტავდები იქ და ვიკაიფებ... 
 
 მაგარი მიტყდება რომ არ ვიცი არაფერზე დაკვრა. 
მხოლოდ ღადაობა მეგობრებთან ერთად, პლანის მოწევა, წიგნების კითხვა, აქ დაპოსტვა, ლოთობა, მუშაობა, კარაოკე ბარებში სიარული ხომ საქმე არ არის კაცო... 
იქ იმათთან ერთად მუსიკალური შემოქმედების შექმნაში მსურს მონაწილეობის მიღება... 
მე ჩემს შვილს შევუწყობ მაგ მხრივ ხელს და შევიყვან მუსიკალურ სასწავლებელში... 
 
  ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.