დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელიც რუსეთის აგრესიის ფაქტებს წარმოაჩენს, მათ შორის საქართველოშიც
18:28 14-03-2018
მათ შორის საქართველოშიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის ფაქტებს წარმოაჩენს. ვიდეორგოლში მაგალითად მოყვანილია საქართველო.
„2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა უგულებელყოფა მოახდინა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.
გარდა ამისა, მოყვანილია რუსეთის მხრიდან აგრესიის სხვა მაგალითები, როგორიც არის ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა, ყირიმის ოკუპაცია, კიბერშეტევები გერმანიის პარლამენტზე და ა.შ.
ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ კრემლს სურს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის ჩამოშლა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს.
ლინკზე ვიდეოცაა
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/48...oshic.html?ar=A This post has been edited by Lаki on 16 Mar 2018, 19:06
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3