cosmia<<ეგოისტკა>>შემოგევლეთ...
რა შეხმატკბილებულად ჟღურტულებთ ამ გასაქრობად განწირულ თემაში
მოდერმა დააგვიანა პმ-ის წაკითხვა და ბარემ დავტოვებ....
ჰო, რა მინდოდა მეთქვა... მისთვის, ვისთვისაც უნდა მეთქვა...ნუ ჩერჩეტელობ რაღაცეებს...
გაიბუტა ბიჭი
მიდი, დაიკარგე კიდევ ორი თვით...
ვის რას უმტკიცებ და ვის ეჯიბრები, მაცოდინა ნეტავი...
მაპატიე, რომ უთავმოყვარეო კრეტინი ვარ და პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე, რომ გხედავ...
და რომ წაგეიაზვები ან გაგეხუმრები(
ზრდილობის ფარგლებს რომ არ ვცდები არასდროს... იმედია, ამაში მაინც მეთანხმები) ხანდახან - ქვეყანა არ იქცევა მგონია...
მე ვარ სვანი თუ შენ - ვერ გავიგე
რავი, რაც გინდა აწი ის ქენი...
ვაბშე, გვერდით რომ გაგივლი - გამარჯობასაც არ გეტყვი... რა პრობლემაა?!
ყველაფერი ნანახი მაქვს ამ ცხოვრებაში.
ერთი წამითაც არ ვემდური ბედს.
პურის ნატეხიც მენატრებოდა და კრეზივითაც ვფანტავდი.
დახეული ბატინკებით 20 გრადუსიან ყინვაში ნაძვის ხესაც ვეხუტებოდი გასათბობად და საუკეთესო ბუტიკებში ფეხსაცმელს - კონსულტანტის ყალბი ღიმილის გამოც ვიწუნებდი.
მურტალოსი არ იყოს, მხოლოდ ერთი რამის მეშინოდა და შარშან ეგეც მაჩუქა უფალმა!!!
შენგან განსხვავებით, მე მართლა მიყვარდა და ამით ბედნიერი ვიყავი
93-ში დასახვრეტად რომ გავყავდით, საღამო იყო და მაგარი გამიტყდა - მეთქი ხვალ უჩემოდ რა პონტში უნდა გათენდეს-თქო

ახლა აღარ მეშინია არაფრის...
დაჟე, ანუკას ქორწილს თუ ვერ დავესწრები გაზაფხულზე - ეგეც არ მადარდებს დიდად...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამდენ ღლეობას მოფიქრება ხომ უნდა?!

მაგრამ წასაშლელადაც რომ მენანება?!