ბოლო დროს რომ ვუკვირდები სანაცნობოს, ტიპებმა არ იციან რისი კეთება მოსწონთ. და აქ საუბარი არაა მაინც და მაინც 'ფულის სტანოკ პროფესიაზე', არამედ მაგალითად ჰობზე. არადა რო დაფიქრდე პრობლემა მაგათში არაა.ნუ არი მარა სხვა გაგებით. პრობლემა მათ ზოგად, ზედაპირულ, დამახინჯებულ, აბსტაქტულ წარმოდგენებშია კონკრეტული საქმის მიმართ. უფრო ხშირად კიდე არც აქვთ ეგ ზედაპირული წარმოდგენაც.
იდეაში სკოლას უნდა მოეცა ეგ ზოგადი წარმოდგენა. 1 წელი გვიტარებდნენ კიდეც დამატებით გაკვეთილს(არაფრის მომცემს. აი პირდაპირი გაგებით) მაგაზე. შედეგი? 0. მაგ გაკვეთილზე მაქსიმუმ სამინისტროს დამკვირვებელს ფოტკა გადაეღო იმის მტკიცებულებად, რომ 'გაკვეთილი ჩატარდა. აი ფოტო. მოვალეობა მოვიხადე. დალშე მკიდია. სანერვიულო არაფერი არაა'.
ამ ყველაფრის შედეგი: ტიპები ისე ხედავენ კონკრეტულ საგნებს / საქმეს, როგორადაც თვითონ წარმოუდგენიათ-უკეთეს შემთხვევაში. უარესში კიდე ვიღაც 'ძალით კაი ტიპი'(მოლაპარაკე-ყველაფერჩიკი) ეუბნება რა როგორია, როცა თვითონ არ იცის რა და როგორ და ისევ სხვის ნათქვამს იმეორებს. საბოლოოდ- ვერ რეალიზდებიან.
ასე, რომ
გააზიარე შენი გამოცდილება (მაგალითად: რა მოგწონს და რატომ). გადახედე სხვისას და თუ მოგეწონა აიღე.p.s
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თემა არაა იმაზე რო განათლების სისტემა სრული ნაგავია. არც იმაზე რო ზემოთნახსენები ტიპებს 'დაგუგვლა ეზარებათ და მე რატომ უნდა გავუზიარო ჩემი გამოცდილება.'... ხოდა კლავიატურას ნუ გაცვითავთ ტყულად წერით მაინც