დავლიეთ ორმა კაცმა ორ ლიტრნახევრიანი ლუდი. 
მერე წავედით რესტორანში და ლიტრა არაყი დავლიეთ ოთხმა კაცმა 
მერე იმ ორმა რომლებმაც ლუდით დავიწყეთ, წავედით კარაოკე ბარში. 
შევუკვეთეთ ნახევარი ლიტრა არაყი. ლიმონი დაჭრილი, მარილი, ყინულები, წვენი ლარნაკში და იმერული ხაჭაპური.. 
ცოტა დავლიეთ ეს წვენი. მერე ჩავასხით არაყი მთლად იმ წვენში. ლიმონიც ჩავყარეთ, მარილიც მოვაყარეთ, ყინულებიც ჩავყარეთ და მიმტანს კიდევ ერთი წვენი მოვატანიეთ. 
რათ გინდათო მიმტანმა. ამ წვენს უნდა მივაყოლოთ ის წვენიო ავუხსენით.. 
უკვე გახეულები ვიყავით, მაგრამ სიგრილე იყო იქ. სიმღერები იყო და ვერ ვხდებოდით.. 
გავჭედეთ იქ. ხელი არავინ დაგვარტყა. გვიცნობდა იქ ხალხი და არ გვცემეს კიდევ კარგი... 
სიას შინდილიერს ვმღეროდით..  
  ეს ჩავცალეთ არაყი და როდესაც გამოვედით სითბომ მხია... 
დილას სახლში გავიღვიძე. არ მახსოვს არაფერი კარაოკე ბარიდან გამოსვლის მერე... 
ფეისბუკი გავხსენი და მესიჯი დამხვდა ვიღაც გოგოსგან. მოდით მაღაზიაში და წაიღეთ თქვენი პირადობაო.. 
ორი დღე იმ მაღაზიას ვეძებდი. ძლივს მივაგენი.. 
იმ გოგოს ვკითხე როგორ დამრჩა პირადობა კი მარა თქო? 
შენ და შენ და შენი მეგობარი შემოხვედით. უფრო სწორედ ძლივს შემოხვედითო. 
ლუდის ყიდვა გსურდათო. შენ საფულე გადმოაბრუნდა დაფულს ეძებდიო. სანამ შენ ეძებდი, შენმა მეგობარმა გადაიხადა ლუდის ფული. შენ კი ფულის ძებნის პროცესში ამოგივარდა ეტყობაო.. 
ბიჯო გახეული ვიყავი ისედაც. რა ლუდის ყიდვა?!  
 This post has been edited by გალე on 19 Mar 2018, 11:04   
        
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.