https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3333"აღნიშნული ჩარჩოს ეფექტიანი მუშაობა მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და შემოსავლების შემოწმების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე პერიოდში შინამეურნეობების დაკრედიტების მაღალი ტემპი ნარჩუნდება, არის საფრთხე, რომ პროცესის დასრულებამდე კიდევ უფრო გაიზარდოს ჭარბვალიანი მსესხებლების რაოდენობა და დაკავშირებულმა რისკებმა ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირში მოქმედ დირექტივასთან სრულად შესაბამისობაში მოსვლას, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი"
ვინც ერკვევით გამარკვიეთ სახლს ვერ ვიყიდი თუ 50 %არ შევიტანე? ხომარ უებრვეეენ?
This post has been edited by Dark_Sky on 25 Apr 2018, 02:16