შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეულ ქართველს სურს, რომ თავისი ქვეყანა განვითარდეს, ყველა, ამჟამად შესაძლო, სფეროში.
მაგალითად მოვიყვან რამდენიმე ადამიანს, ვისთვისაც თვალყური მიდევნებია:
1. დავიწყებ Domenic Mango-თი (კუკური ბარამიძე), რადგან ამჟამად ყველაზე აქტიურ ადამიანად ვხედავ მას, სწორედ იმ ჯუმ ბერებისა(მისივე ლექსიკონიდან) და ნა თელების (პირადი ლექსიკონიდან: მდედრობითი სქესის ჯუმ ბერების ანალოგები) წინააღმდეგ რომელთაც, თავიანთი ბნელი ჭკუით, ნათელი საქართველოს აღშენებაში შეაქვთ წვლილი, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ თავიანთივე გათელილია ეს ნათელი საქართველო და გაფილტვრას იმსახურებენ და გაიფილტრებიან კიდეც თუ მომავალი ახალგაზრდა თაობის აზრს არ გაითვალისწინებენ, გარკვეულწილად მაინც, სანამ მათ საღ აზრებსაც არ ჩააბნებლებენ.
2. გიორგი გაბუნია, რომელიც მთლიანად რუსთავი 2-ის, როგორც ერთი, მთლიანი ორგანიზმის, სახეს წარმოადგენს და რომელიც უშუალოდ იესო-ქრისტეს შობის თარიღში, მის წამებასა გარდაცვალება/აღდგომაში ბედავს ცვლილებების შეტანასა და ალტერნატივების ჩვენებას ხალხისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე, მოქალაქე ბ.ივანიშვილს შეულახოს რეპუტაცია (მისი გადაცემის შემდეგ, რუსთავი-ორის რეპუტაციაც, პირადად ჩემს თვალში, განულდა, ისევე, როგოროც სხვა დანარჩენი ორგანიზმების, რომლებსაც ვიცნობ)
3. ბოლო მაგალითად მოვიყვან ტელე "იმედი"-ს ერთ-ერთ რეპორტაჟს, რომელზეც ერთხელ უკვე გამოვხატე აღშფოთება ჩემს ფეისბუკ-გვერდზე და კვლავ განვმეორდები:
რეპორტაჟი ეხება ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც, რეპორტაჟში მოსაუბრე ჟურნალისტის ნათქვამიდან გამომდინარე (აგრეთვე, მთლიანი ორგანიზმის სახედ მიჩნეული), თურმე იპუტავენ და იმუქრებიან, რომ აუკრძალავენ საქართველოს უვიზო მიმოსვლას იმ შემთხვევაში, თუ კიდევ 174 ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს, მათგან რომელიმე ქვეყანაში. ეს რაოდენობა ხუმრობა არ გეგონოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმით არ აცხადებს ჟურნალისტი... თუმცა პროცენტებით საუბრობს, რასაც ზუსტად ამ ციფრზე მივყავართ და ხალხს პირდაპირ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აშტერებს და აქლიავებს (თუ მაინცდამაინც თვალსა და ხელს შუა ატყუებს უნდა მეთქვა, არაუშავს).
ისმის კითხვა: რომელია ამათგან რაიმე სახით, რაიმე სფეროში, რაიმე დარგში, განათლება იქნება ეს თუ მედიცინა... მეცნიერება თუ რელიგია, განვითარების შესაძლებლობის შემტანი?
გთხოვეთ, მართლა გულზრფელად გასცეთ პასუხი და თუ დაკონკრეტების მოთხოვნილებას იგრძნობთ, feel free to share your thoughts down below