კატუტუს წასვლამ დამაფიქრა გუშინ. მეც მის მსგავსად ცხოვრების რთულ მომენტში დავიწყე აქ პოსტვა. მაშინ როცა მეგობრები მაკლდა და ხმის გამცემი არავინ მყავდა. ვცდილობდი აქ გავრთულიყავი და ასე თუ ისე მშველოდა. ეხლა არ ვიცი, თავს უცნაურად ვგრძნობ, უფრო სწორად აღარაფერს ვგრძნობ. ან დეპრესიამ გამიარა ანდაც უფრო დეპესიაში ვარ. მაგრამ რაც არის არის. დავფიქრდი და მივხვდი რომ ფორუმზე ჩემმა აქტიურობამ თავის საქმე გააკეთა. მეტს ვერც ერთ ვარიანტში ვეღარ შეძლებს.
მადლობა ტიმ რომ აძლევ ადამიანებს საშუალებას ასეთ მომენტებში გვერდში დაუდგე და გადალახონ ეს გასაჭირი. ამას იმიტომ ვიძახი რომ, ბევრჯერ ვცადე ხალხთან კომუნიკაციის დამყარება სხვა სოციალურ ქსელებში და არსად გამოვიდა. ყველა დაფეისბუქებულ და ინსტაგრამებულ ტვინებით მოძრაობს. მარტო აქ შევძელი ჩემი პრობლემის გადაჭრა.
მადლობა მოდერატორებო რომ არცერთხელ არ გაგიმეტებიათ ვორნი და სულ თბილად მექცეოდით.
მადლობა იუზერებო, რომ მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, დამიმეგობრდით და ერთად ვატარეთ კარგი დრო.
ვინ იცის იქნებ კიდევ გავიდეს 10 წელი და ისევ დავბრუნდე, მაგრამ იმედია ეგრე აღარასდროს მოხდება. თუ დავბრუნდები მინდა სხვა მიზეზი მქონდეს. სხვა სალაპარაკო და სხვა ცნობიერება.
* * *
რულეტ ეს შენ ჩემგან მეგობარი.

ესეც შენ ჯულს, გამოგადგება.

ჩემო ენჯელო, არ დანებდე მძღნერებზე თემის გახსნას. სამოტივაციოდ გიტოვებ ამას.

მადამ ფისუნია, საინტერესო იყო შენთან ურთიერთობა. მადლობა რომ დამითმე დრო.

ძვირფასო უჩინმაჩინო, სამწუხაროა რომ ვერ გამოვემშვიდობეთ. ადმინ ახსენი ვორნი
This post has been edited by MeTamashiMinda on 18 Mar 2018, 10:53