ჯერ კიდევ ფლიკის ზეობის პერიოდში ვამტკიცებდი, რომ ტრიუმფატორი და მძლავრი ბაიერნი ნიკო კოვაჩის შექმნილია და არა ფლიკის. ჰანსი ფლიკი კი ოვერრეითი მწვრთნელია. ფლიკმა უბრალოდ სხვის მიერ კარგად გაწეული სამუშაოდან მოსავალი აიღო.
არ მესმოდა რატომ იყო შერაცხული ფლიკი მხსნელად და კოვაჩი სიბნელედ. თითქოს ტიპმა ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და სუპერ გუნდი გააჩინა.
ფეხბურთში ასე არ ხდება. შენ შუა სეზონში გუნდში მიხვიდე და სუსტი გუნდი, უცბათ სრულყოფილ მონსტრად აქციო. სისტემის გამართვას დიდი დრო და მუშაობა ჭირდება.
- გერმანული მანქანა, სწრაფი, ვერტიკალური ფეხბურთი და უზადო ფიზმომზადება. ასეთ მანქანად ბაიერნი ნიკო კოვაჩმა ააშენა. კოვაჩის ხელში მოუგო ბაიერნმა ტოტენჰემს 7-2. სადაც ჭირდებოდა გუნდი იყო გამანადგურებელი.
ფლიკს ბაიერნში ტაქტიკური სასწაული არ მოუხდენია. ბაიერნმა ფრთები შეისხა, რადგანაც გასახდელში არსებული განწყობა გამოსწორდა. კოვაჩი მკაცრი და უხეში ტიპია. მძიმე ურთერთობა ჰქონდა ზოგიერთ ფეხბურთელთან.
ფლიკმა შუა სეზონში სიტუაცია მოაგვარა და მეტი არც არაფერი აღარ ჭირდებიდა. გამზადებული მანქანა თავისით ამუშავდა. გადაუარეს ყველას.
ფლიკის შემდეგ სეზონში ის მუხტი შესუსტდა და ბაიერნიც ისეთი მძლავრი ვეღარ იყო. მწყობრი მექანიზმიც აირია. თასიდან მეორე ბუნდესლიგის კლუბმა გამოაგდო და ჩემპიონთა ლიგიდან პსჯ-ში 2 თვის მისულმა პოჩეტინომ.
კოვაჩს აინტრახტთან წაგების გამო გამოეკიდნენ, არადა ეგეთი წაგება ფლიკს მეორე სეზონში უკვე ბევრი ჰქონდა.
ნაგელსმანმა ბუნდესლიგა მოიგო, პოკალი ვერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგიდან სევილიამ გამოაგდო.
რატომ შეიძულეს კოვაჩი?
ლივერპულთან გავარდნა და აინტრახთან წაგება 4-0. კლოპის ყველაზე ძლიერ ლივერპულთან გავარდნა, რომელიც პსჟ-ზე გაცილებით მძლავრი გუნდი იყო.
კოვაჩმა ბუნდესლიგა მოიგო, პოკალი მოიგო, გერმანიის სუპერ თასი მოიგო და დატოვა მანქანა, რომელსაც ყველაფრის მოგების რესურსი ჰქონდა.
ნიკო კოვაჩს, უფრო ნაკლები ჩავარდნა აქვს, ვიდრე: ნაგელსმანს, ფლიკს, ანჩელოტის ან ტუხელს. მაგრამ ყველაზე ცუდ მწვრთნელად ის მიიჩნიეს. ყველაფერი ცუდი ამ კაცს დააბრალეს.
მონაცემების მიხედვით, ბაიერნში სულ მინიმუმ ნაგელსმანზე უკეთესი იყო ფლიკმა კი მუხტის დაკარგვის შემდეგ, იმ დონეზე ვეღარ აათამაშა გუნდი. ზუსტად ისე როგორც დი მატეო ჩელსიში. დი მატეომ მოაგებინა ჩელსის სანატრელი ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ის გუნდი ხომ მისი შექმნილი არ ყოფილა. იმ დი მატეომ შემდეგ სეზონში ვეღარაფერი გაახერხა. ზუსტად ისე ვერაფერს ვერ ქმნის ფლიკი გერმანიის ნაკრებში. ნანგრევებისგან გუნდის აშენებას განსხვავებული უნარები ჭირდება.

გასაგებია რომ ნიკო კოვაჩი ვიღაც ბალკანელია და მარტო ამის გამოც არ ევასებოდათ გულშემატკივრებს. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გერმანული ფეხბურთის მოთამაშე მწვრთნელი - ბალკანელი კოვაჩია და შეეცი თუ გინდა. ტუხელს და ნაგელსმანს გერმანული სიმკაცრე აკლიათ.
ლუკა იოვიჩი ტოპ ფორვარდი ეგონათ. არადა კოვაჩის ხელში ფრინავდა მხოლოდ. იგივე რებიჩი ან ჰალერი.
აურელიენ ჩუამენი - იყო არავინ. და კოვაჩმა აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენად.
Tchouameni to @canalplus:
“My best coach? Niko Kovac without a doubt, before he came I was a boy, under him I became a man.
He showed me that defense is art, he made me who I am.”
მოკლედ, ეს თემაც იყოს როგორც მომავლის პროგნოზი. ფლიკს გაუშვებენ გერმანიიდან, ხომ დაუბრუნდება მწვრთნელობას. დაბრუნდება ბაიერნში ან ბუნდესლიგის სხვა კლუბში და ვნახავთ რას იზამს. დრო გვაჩვენებს არის თუ არა ფლიკი ტოპ ტრენერი. - როგორ შეძლებს თვითონ გუნდის აშენებას. იქ სადაც სხვის მიერ გამზადებული სისტემა არ დახვდება.
გამზადებული მანქანის ათამაშება და დაშლილი მანქანის აწყობა სხვადასხვა რამეა.
2019-ის რეალობაში, კოვაჩის შემდეგ. ფლიკი გუნდში მოვიდა როგორც კარგი პოლიციელი. მაგრამ ბაიერნში ეს კარგი პოლიციელობის რესურსი უკვე ამოწურა. ბაიერნის ფეხბურთელები, თითქმის ყველა ჰყავს ნაკრებში და აშკარად ვერ ალაგებს ურთიერთობას. ვეღარ ახდენს იმ ზემოქმედებას რაც მის მწვრთნელობას, პირველ ეფექტზე ჰქონდა. ამიტომ მისი მეორედ მისვლა ბაიერნში წარმატებული ვეღარ იქნება.
This post has been edited by rati nwt on 10 Sep 2023, 20:37