#52388876 · 20 Mar 2018, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულზე წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება ჩამორეცხილი სისხლის წვეთები ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება
ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით
თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა ახალგორს მაინც არავის მივცემთ დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს გადაეკვრება როდესაც ბინდი ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს დარჩება გვამი, უცნობი ბევრის
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა თვალცრემლიანი მშობელი დედა ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|