#52398913 · 22 Mar 2018, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს 15:41 22-03-2018 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.
თანასოფლელების ნაწილის განცხადებით, აღნიშნული სალოცავი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და შესაბამისად, გუნდიშვილს და გერკეულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილის თქმით, აღნიშნული პირების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
დაკავებასთან დაკავშირებით ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. სოფელში ვარაუდობენ, რომ ორივე მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია.
„გიდასტურებთ, რომ მოხდა 2 პირის დაკავება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - განაცხადეს სუს-ში.
|