კახა კალაძე - "გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც
თბილის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქართველ მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით კარგი იქნება, თუ ყველა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის სახელის უკვდავსაყოფად გაშენდება მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.
"ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.
ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება - მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.
ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.
http://primetime.ge/news/1521718081-%E1%83...%83%98%E1%83%AA