საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება, საქართველოში ცხოვრების ცენზი 5 წლამდე შემცირდა.
კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველვე მოსმენით ისე მიიღო, რომ მასში საქართველში ცხოვრების ცენზი 10 წელი იყო. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე შეეძლოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში და ბოლო 10 წელი ცხოვრობდნენ ქვეყანაში.
ამ ცვლილების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბოლო 10 წელი არ უცხოვრია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ივანიშვილის განცახადების შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი იმდაგავარად შეეცვალათ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებით ესარგებლა. კონსტიცუციის ცვლილებების პროექტის საბოლო ვარიანტი დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
მასში ჩაიწერება: "2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან, ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც დაბადებულები არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წვერი სახელმწიფოს მოქალაქეობა."
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იქნება განხილული.
http://geo.interpressnews.ge/ge/politika/2...-shemcirda.html