რა ფერია ცხოვრება მილიონერის სათვალიდან - ანუ, როცა 10-ლარიანი მედიკამენტი ძვირი გვგონია
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გასცდენიან საკუთარ კაბინეტში მტვერდადებულ მაგიდას, რომელზეც ძალიან ხშირად იკვებებიან და სექსიც აქვთ
ამ ყველაფრის შემდეგ ხელმოკლეებს „ბრძნული სფიჩით გვმოძღვრავენ, რომ „თუ ადამიანს დაბალი შემოსავალი აქვს, მას ჰგონია, რომ 10-ლარიანი მედიკამენტი ძვირია".
ბევრიც აქვს, კანონმდებელია, ბიზნესმენია, ხელმოკლეებს კი დამაკნინებელი განცხადებით მოგვმართავს.
მას არც უნდა, სათვალე ჩამოიწიოს და ნაცრისფერ, მწარე რეალობას შეხედოს.
იმ რეალობას, სადაც ჩემნაირებისა და თქვენნაირების თითქმის 80% ცხოვრობს.
დიახ, ეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილია.
აღნიშნული „მრავლისმთქმელი" განცხადებაც მას ეკუთვნის.
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ის მართლა დარწმუნებულია თავისი განცხადების ჭეშმარიტებაში.
მაინტერესებდა და მაინტერესებს, რა ფერია ცხოვრება მილიონერის სათვალიდან?
როგორ გვიყურებენ და აღგვიქვამენ ხელმოკლე ადამიანებს, რომლებსაც თურმე გვგონია, რომ 10-ლარიანი მედიკამენტი ძვირია.
ბევრი ვერ ვიფიქრე, თან ვერც ვიფიქრე, ვერც დავუშვი, როგორ შეიძლება საღად მოაზროვნეს მსგავსი განცხადებით შეურაცხყოფა მიეყენებინა თავისი ამომრჩევლისთვის, მოსახლეობისთვის, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა.
კანონმდებელმა თავისავე განცხადებით გასცა პასუხი ჩემს კითხვებს.
მარტივია, თქვენ ნერვი არ გიტოკავთ, თბილად გიდევთ ბალიშზე თავი, დღის 2 საათამდეც კი შეგიძლიათ დაიძინოთ ბატონო კახა, თქვენ ხომ არ იცით, რას ნიშნავს ყოველდღიურად ხელებაკაპიწებულმა იბრძოლოთ საარსებო მინიმუმისთვის და მძიმე ყოველდღიურობისთვის.
მაგრამ იოლია 1 პურისთვის მებრძოლ ადამიანს შეურაცხმყოფელი განცხადებით ყველა იმედი მოუკლა.
ეჭვი მაქვს, ვერასოდეს გაიგებთ.
ბატონო კახა, მე რომ კანონმდებელი ვიყო...
მე რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ვიყო...
სიღარიბეს გავაპროტესტებდი და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებდი მის დასაძლევად.
ჩემს მეგობარ მწერალს კოტე კირვალიძეს დავესესხები.
ადამიანი, იმის მაგივრად, რომ თავისუფალი დაიბადო, ზოგჯერ მონა კვდები.
თქვენ აუცილებლად მონა მოკვდებით. მონად გაქცევთ ფული და შავი ჯიპი, სადაც წირვისა და აღსარების შემდეგ ჯდებით.
P.S. არასოდეს მიტარებია ვარდისფერი სათვალე, არც ღრუბლებზე მიფრენია, უბრალოდ არ მინდა დავიჯერო რომ საქართველოში, ჩვენს საზოგადებაში ცხოვრობენ მონები და მათი მფლობელები.
https://goo.gl/Ua2ZGrიქით თემაში კიდე საქართველო არ დატოვოთო 

პირველივე შესაძლებლობაზე ვიტყვი უარს მოქალაქეობაზე  
