მოვიშორეთ ოპოზიციონერები

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ და ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განვიხილავთ
13:23 28-03-2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ და ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განვიხილავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს რიგგარეშე სხდომაზე გადავწყვეტთ, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ქვორუმი შედგა და ზაზა ჩაჩანიძემ დატოვა თანამდებობა. თავმჯდომარის მოვალეობას მე ვასრულებ. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, შედეგები აიტვირთება საკანონმდებლო მაცნეზე. ამას ორი-სამი დღე დასჭირდება, შემდეგ მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას და განვიხილავთ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს. ვადასტურებ, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად განმიხილავენ მეც, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, - განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.
დღეს 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა ასევე “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრი.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ვითარება რამდენიმე თვის წინ დაიძაბა. ქალაქის მერის და სამსახურების უფროსების ხელფასების გაზრდის საკითხს თებერვალში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
This post has been edited by SPLIYVI on 28 Mar 2018, 14:02