თბილისის მერმა კახა კალაძემ ზემო ფონიჭალაში მდებარე სკვერში არსებული სამუშაოები დაათვალიერა.
გაშენდა სარეკრეაციო ზონა, დაირგო ხე-მცენარები, მოეწყო სპორტული მოედანი და შადრევანი. სკვერში მიმდინარე სამუშაოები სრულად 3-4 თვეში დასრულდება.
მერის ინიციატივით, სკვერს სახელი, შესაძლოა, ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ დაერქვას.
“გამოვაცხადოთ კონკურსი სახელთან და მემორიალთან დაკავშირებით, რადგან ნამდვილად ბევრი გმირი გვყავს, ვინც ოკუპაციას შეეწირა. გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი არჩილ ტატუნაშვილი და შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში – ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, – განაცხადა კალაძემ.
http://2020news.ge/2018/03/25/%E1%83%96%E1...83%90%E1%83%A0/ქუჩებს კიდევ სადაც უნდათ იქ დარქვან სახელები.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3