„აფხაზი“ აფხაზების დასახმარებლად - ინტერვიუ ფონდის დირექტორთან
15:38 / 24.06.2017
ავტორი: ნინო თოლორაია
საქართველოში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ფონდი, სახელწოდებით „აფხაზი“. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის თბილისში სამკურნალოდ ჩამოყვანაა. როგორ ახერხებენ ამას, რა თანხებით მოქმედებს ფონდი და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, „ლაივპრესი“ „აფხაზის“ დამფუძნებელს, გიორგი ჩხეიძეს ესაუბრა.
ლაივპრესი: საუბრის დასაწყისში მინდა მოგვიყვეთ, როდის და რა მიზნით დააფუძნეთ ფონდი „აფხაზი“?
გიორგი ჩხეიძე: ეს ყველაფერი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია - ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის გამთლიანების, არის აფხაზების შემორიგება. დაფუძნდა 2015 წელს. აქედან მოყოლებული ვმოღვაწეობთ. ჩამოგვყავს აფხაზები ჯანმრთელობის პრობლემებით. სახელმწიფო რეფერალური პროგრამით სარგებლობენ. ჩვენ საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ. პიროვნულ ურთიერთობაზე დაგვყავს ყველაფერი. პირადად ვიცნობთ. ვანახებთ თბილისს, თუ როგორ ცხოვრობენ დანარჩენ საქართველოში, რომელ მხარესთანაც ურთიერთობა არ აქვთ. ვუმეგობრდებით და ჯანმრთელს ვაბრუნებთ აფხაზეთში.
ფონდის სამუშაო ჯგუფი შედგება ათი ადამიანისგან. შემომწირველი 350 კაცია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ლაივპრესი: სწორედ ეს მინდოდა მეკითხა.. თანხის შეგროვებას როგორ ახერხებთ? უბრალო მოქალაქეები გეხმარებიან, თუ ბიზნესწრეებთანაც გაქვთ ურთიერთობა?
გიორგი ჩხეიძე: ბიზნესის არცერთ წრესთან არ გვაქვს ურთიერთობა. გვაქვს ურთიერთობა უშუალოდ მოქალაქეებთან. ეს ჩვენი საერთო წრეა, სამეგობრო, საახლობლო და სანაცნობო, რომლისგანაც ფონდის ბირთვი შედგება. ჩვენი ფონდის რეკლამას ვერსად ვერ ნახავთ. არც პიარი მიმდინარეობს. „ფეისბუკის“ გვერდზეც არანაირი ინფორმაცია არ დევს. ვაპირებთ აქტიურად ავამუშაოთ დაახლოებით ერთ თვეში.
ლაივპრესი: რამდენი ადამიანის ჩამოყვანა შეძელით 2015 წლიდან დღემდე?
გიორგი ჩხეიძე: მივიღეთ 37 პაციენტი. სამწუხაროდ ერთი ბავშვი დაგვეღუპა, 11 წლის გოგონა, იმიტომ, რომ გვიანი იყო. სამი თვე სოხუმის საავადმყოფოში იწვა. გასტრიტს მკურნალობდნენ და კუჭის სიმსივნე ქონდა. კრასნოდარში და მოსკოვში ნაოპერაციევი იყო და ვერ შევძელით მისი გადარჩენა.
ლაივპრესი: როგორ პოულობთ ამ ადამიანებს, როგორ უკავშირდებით?
გიორგი ჩხეიძე: თავიდან ერთი აფხაზი ქალი გვეხმარებოდა დაკავშირებაში, რომელიც აქეთ მხარეს ცხოვრობს. ახლა უკვე თვითონ აფხაზები გამოდიან კონტაქტზე. ჩვენი ნომერი იციან და თავად გვპოულობენ.
ლაივპრესი: დე ფაქტო ხელისუფლება თუ არის საქმის კურსში იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ახორციელებთ?
გიორგი ჩხეიძე: ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. ეს ქართველი ხალხის ნებაა. პოლიტიკა არ გვაინტერესებს. ის პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია აფხაზებში ნდობა და ურთიერთობა აღვადგინოთ, რასაც ვემსახურებით და ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს.
ლაივპრესი: თქვენ ამბობთ, რომ ჩამოგყავთ აფხაზები თბილისში, ათვალიერებინებთ ქალაქს. რა ემოციები აქვთ, რას გეუბნებიან პირად საუბრებში?
გიორგი ჩხეიძე: პირად საუბრებში აღფრთოვანებულები არიან. მოგეხსენებათ იქით რაც ხდება, არაფერი არ არსებობს. მკვდარია აფხაზეთის რეგიონი ოკუპაციის ქვეშ. აქეთ რომ ჩამოდიან, ცოტა გაკვირვებულები არიან, აღფრთოვანებულები და მოწონთ. ერთად რესტორნებში ვსვამთ, თბილისის ღამის ცხოვრებას ვაჩვენებთ. ბავშვები თუ არიან, ხან ბომბორას პარკში მიგვყავს, ხან კიდევ ვაკის პარკში.
ლაივპრესი: რამე პრობლემები ხომ არ გქონიათ აფხაზი მოქალაქეების გადმოყვანისას?
გიორგი ჩხეიძე: პაციენტებს იქითა მხრიდან ყოველთვის პრობლემებს უქმნიან. ეს არ შედის აფხაზეთის მთავრობის რუსული პროპაგანდის ინტერესში, რომ აქეთ გადმოვიდნენ და დაათვალიერონ, როგორ ვითარდება საქართველო აფხაზეთის გარეშე. არ უნდათ ეს ურთიერთობები აღდგეს. რაღაც პრობლემებს უქმნიან, მაგრამ როცა გაჭირვებული კაცია, შვილი ჰყავს ავად და თვითონაც ავადაა, ასეთ ადამიანს ვერაფერი გააჩერებს და ძალაუნებურად აქეთ მაინც გადმოდის.
ლაივპრესი: თუ ინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ბრუნდებიან აფხაზეთში?
გიორგი ჩხეიძე: რა თქმა უნდა. როგორც ძმაკაცს, ისეთი ურთიერთობა გვაქვს მათთან. ვუმეგობრდებით.
ლაივპრესი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობთ. რას მოიცავს ეს ურთიერთობა, რაში გეხმარებათ სამინისტრო?
გიორგი ჩხეიძე: ჯანდაცვის სამინისტრო რომ ფონდ „აფხაზს“ ეხმარებოდეს, ასეთი რამ არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამა არსებობს. აფხაზისთვის მკურნალობა უფასოა. ვიყენებთ ამ პროგრამას. ხარჯს ჩვენ არ ვუწევთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა რეფერალური პროგრამიდან დაფინანსება ვერ მოხდა, ჩვენი სახსრებით გადაგვიხდია თანხა და გვიმკურნალია. ეს პროგრამა ძალიან დიდ საერო საქმეს აკეთებს.
ლაივპრესი: სანდოობის მომენტი როგორია? ადვილად გენდობიან და მოგყვებიან?
გიორგი ჩხეიძე: პირველად აფხაზი რომ გადმოდიოდა, რაც უნდა დაგვეცვა, უსაფრთხოება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, რაც არ უნდა მოხდეს. რომც რაღაც დააშავოს, არ მივცემთ არავის უფლებას, პრობლემა შეიქმნას. ახლა იციან. აფხაზეთში რომ ჩავა, თავის ძმაკაცებს ეტყვის - ძმაკაცები მყავს და კარგად მომხედესო. მერე ნდობის ფაქტორიც არის, რეკავენ და მოდიან. ეგ უკვე პრობლემა აღარ არის.
ლაივპრესი: ზუგდიდში რომ გადმოდიან, თქვენი ფონდის წარმომადგენელი ხვდება ადგილზე?
გიორგი ჩხეიძე: არა, თბილისამდე თვითონ ჩამოდიან. უკიდურეს შემთხვევაში, თუ არ არის საშუალება, ტაქსის ფული იქნება ეს თუ მარშრუტკას დავახვედრებთ, ამაზე მერე ჯგუფი მუშაობს, და იმაზეც, რომ აქედან იქით გავუშვათ.
ლაივპრესი: თქვენ ამბობთ, რომ დაახლოებით ერთ თვეში ფეისბუკ გვერდს აამოქმედებთ. გინდათ უკეთ გაგიცნონ აფხაზეთში?
გიორგი ჩხეიძე: აფხაზებს ჩვენზე უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, და მე მგონი, ამას საჭიროება არ ითხოვს. ყოველდღიურად ვიღაც გადმოდის, ყოველდღიურად მირეკავენ. აფხაზეთში უკვე შიგნით, პირადი საუბრებიდან, ურთიერთობიდან გამომდინარე, უმეტესობამ იცის, რომ ფონდი „აფხაზი“ არსებობს. ჩვენ ამ თვალსაზრისით „ფეისბუკ“ გვერდს არ ვააქტიურებთ. გვინდა შემომწირველი ვინც არის, ეს 350 კაცი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ინფორმაცია მიუვიდეს, თუ რაში დაიხარჯა მისი შემოწირულობა, და ფონდი რას მოღვაწეობს.
ლაივპრესი: ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს აქტივობები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს..
გიორგი ჩხეიძე: ეს გარდაუვალია. ამას დრო დასჭირდება, არც ისეთი ბევრი, მაგრამ გარდაუვალია.
http://www.livepress.ge/ka/komentari/artic...reqtorthan.htmlსაინტყერესო რაა იცით, ის განკურნებული აფხაზი რას ამბობს როცა უკან ბრუნდება?
ან რატომ არ მიდიან მოძმე ღრუსეთში, მათ ხომ ის ურჩევნით ზღამ დაახრჩოთ ვიდრე ტბამ.
განკურნეთ ხო, ოსგანდონა სეპარატისტებსაც შეუქმენით რამე ფონდი, იქნებ უფრო მეტი ტატუნაშვილი მოგვტაცონ.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3