აი 350 ლარი პროსტა რაში უნდა გეყოს მოდი დავიანგარიშოთ.
შესვენებაზე პატარა მათხოჯი ფენოვანის ყიდვა 1.5 ლარია ეს გამრავლებული 30 დღეზე=45 ლარი
3 დღეში ერთხელ ბიგით რო გაიპარსო წვერი ხო გინდა 70 თეთრი ეს =7 ლარი
კვირაში 5 ლარი ტელეფონზე ხო უნდა ჩაირიცხო თუ ჭურში არ მუშაობ? 4 კვირაა თვეში*5=20
მგზავრობა- მეტროთი ჩაქჩაქი წასვლა მოსვლა 1 ლარი *30 =30 ლარი 
თმის შეჭრა 7 ლარად თუ შეიჭერი ნანეტი ფაქტიურად ტუზი დაგეცა თვეში ერთი თმის შეჭრა ჯანდაბას=7 ლარი
ოფლის სუნად ხოარ უნდა იყო აქოთებული თუ ბოსელში არ მუშაობ ყველაზე ნაგავი ანტიიღლიინი 8 ლარი ღირს=8 ლარი
ეს მარტო ჯამში 117 ლარია+ ამას ფეხსაცმელი რო გაგიცვდება, ნასკიდან ცერა თითი რო გამოყოფს თავს, ტრუსიკი მაიკა ეს ხომ ელემენტარულია ტიტველი ხოარ ივლი 

 50 ლარად რამე ფეხსაცმელს იყიდი? შარვალი რო გამოგეხევა უადგილო ადგილას რა უნდა ქნა?
ეს კიდე იმ შემთხვევაში თუ ოჯახში პარაზიტივით არის ადამიანი და საჭმლის ფული არ შეაქვს თორე ოჯახის რჩენაზე ხომ საერთოდ სასაცილოა საუბარი, ბავშვის პამპერსისთვის არ გეყოფა ეგ ფული, ცოლი არ უნდა წაიყვანო არც კინოში არსად, მანქანას ხომ ვერასდროს იყიდი, ცალკე ბინის ყიდვაზე ოცნება ხომ სისულელე და სიბრიყვეა. კარგით რა ხალხნო  
 
   
   
   
  