

ელენა ოსტაპენკომ დღეს დილით კოლინზი დაამარცხა და გახდა ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი 2009 წლის შემდეგ. 2009 წელს ტურნირის ფინალში 19 წლის ვიქტორია აზარენკა გავიდა, რომელმაც 27 წლის სერენა უილიამსი ორ სეტში (6-3, 6-1) დაამარცხა.

ამ ტურნირზე მიღწეული წარმატებული გამოსვლის წყაობით კოლინზი რეიტინგში 93-დან 53-ე ადგილზე გადაინაცვლა და 327,000 დოლარი გამოიმუშავა.
ფინალში ოსტაპენკო 25 წლის ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდება, რომელიც ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. მატჩი შაბათს, 21:00 - ზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაში ოსტაპენკო რეიტინგში მე-4 ადგილზე აიწევს, რაც მისთვის კარიერის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იქნება.
ოსტაპენკოსთვის ვტა-ს ერთეულთა თანრიგში ეს მეექვსე ფინალია.
ოსტაპენკო ტოპ-100-ეულის წევრი პირველად 2015 წელს გახდა.
ოსტაპენკოსთვის WTA -ში პირვეlი ფინალური მატჩი იყო 2016 წელს ყატარში, სადაც იგი სუარეზ ნავაროსთან დამარცხდა.

ოსტაპენკოს შეხვედრები მაიამის ტურნირზე:
30.03.2018 – Ostapenko vs. Collins(93) 7-6, 6-3 (Miami)
28.03.2018 – Ostapenko vs. Svitolina(4) 7-6, 7-6 (Miami)
27.03.2018 – Ostapenko vs. Kvitova(9) 7-6, 6-3 (Miami)
25.03.2018 – Ostapenko vs. Haddad-Maia(64) 6-2, 7-6 (Miami)
23.03.2018 – Ostapenko vs. Babos 6-4, 6-4(47) (Miami)
სტივენსის შეხვედრები მაიამის ტურნიზე:
29.03.2018 – Stephens vs. Azarenka 3-6, 6-2, 6-1 (Miami)
27.03.2018 – Stephens vs. Kerber 6-1, 6-2 (Miami)
26.03.2018 – Stephens vs. Muguruza-Blanco 6-3, 6-4 (Miami)
25.03.2018 – Stephens vs. Niculescu 6-7, 6-3, 4-0 (Miami)
22.03.2018 – Stephens vs. Tomljanovic 6-1, 6-3 (Miami)
სტივენსი ფინალურ მატჩში ფავორიტად ითვლება. მან ბოლო ხუთი ფინალური მატჩიდან ყველაში გაიმარჯვა.
უკომენტაროდ ...........