ტურნირი სტარტს 5 აგვისტოს აიღებს და 11 აგვისტომდე გაგრძელდება
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია - ესპანელი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
მონრეალის ტურნირი ATP-ის 1000-იანი მასტერსების სერია მიეკუთვნება და მისი საპრიზო თანხა $4 მილიონ-ნახევარზე მეტია. კანადის ღია პირველობის ფარგლებში მამაკაცთა შორის მატჩები მონრეალში, IGA Stadium-ის კორტებზე გაიმართება, ხოლო ქალთა თამაშებს ტორონტოში არსებული Aviva Centre უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა და ქალთა შორის ტურნირი პარალელურად, 5-11 აგვისტოს გაიმართება.

ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-16 და საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრიუმფალური ჰამბურგის ღია პირველობის შემდეგ მონრეალში იასპარეზებს.
კანადის ღია პირველობის ფარგლებში ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩების გარდა სხვა მნიშვნელოვანი თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ქართული კომენტირებით adjarasport.tv-ზე შეგეძლებათ. This post has been edited by adjarasport.com on 3 Aug 2019, 18:24