აქ ბევრს ლაპარაკობენ ომის დაწყება არ დაწყებაზე ... ფაქტი ერთია რომ აგვისტოში როცა რეალურად დაიწყო ომი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოუმზადებელი შეხვდა ... თუმცა ჭკუა ვერ ვისწავლეთ და არსად არ დადებულა რჩევები ... თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა რათა აიცილოს თავიდან უაზრო მსხვერპლი ... არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მოსაზრება ... მიეხედათ სამაქალაქო თავდაცვის ობიექტებისათვის, გაესუფთავებინათ და მინიმალური წყლის და საჭმლის მარაგით მაინც აღეჭურვათ თავშესაფერბი ე.წ "ბომბაუბეჟიშები" თუ ასეთები შემოგვრჩა ან ნა ხუდოი კანეც მეტროს სადგურებში მაინც შეექმნათ მინიმალური სასურსათო საწყობები ... არ ჩატარებულა არცერთ სამსახურში ან საგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის ვარჯიშები ... ტიპა როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა განგაშისას ... ელემენტარული განგაშის ღილაკებიც არ არსებობს ... და შუქი რომ გაითიშოს ფაქტიურად ინორმაციულ ვაკუმში და პანიკაში იქნება მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ... ვერც მეომარი იბრძოლებს გულადად როცა იცის რომ მისი შვილი საბავშო ბაღში ან სკოლაშია მიტოვებული და არავითარი ინსტრუქცია არ არსებობს რა უნდა მოიმოქმედონ იგივე საჰაერო დაბომბვისას ...
თუმცა 90-იანმა წლებმა ბევრი რამ გვასწავლა და ბევრს ეხლაც აქვს სახლში სანთლები მომარაგებული ... აკუმლიატორზე ტელევიზორის ჩართვაც ეხერხება ... და ნავთქურაზე სადილის მომზადებაც ... მაგრამ პროფესიული რჩევები და ცოტაოდენი ვარჯიში მაინც არ აწყენდა ხალხს
მე არც მებრძოლი ვარ და არც ამ საქმეში ძალიან ჩახედული მაგრამ ჩემებულ ქცევის მონახაზს დავდებ აქ და პროფესიონალებმა ჩამისწორეთ თუ რაიმე უაზრობას დავწერ ...
ხოლო მოდერებს გთხოვთ აკონტროლოთ ეს თემა და თუ რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფო დაიდება მიაშალოთ ...
1. მემგონი არავის არ აწყენდა სახლში ერთი ზურგჩანთა მაინც ჰქონდეს მომარაგებული ექსტრემალური შემთხვევებისათვის ...
მასში მემგონი უნდა განათავსოთ:
მინიმუმი:
1. ასანთი, სანთებელა ან რაიმე მსგავსი.
2. სასმელი წყლის ბაკლაშკა.
3. მსუბუქი საძილე ტომარა (10-15 ლარი ღირს ნებისმიერ მეორადი საქონლის მაღაზიაში).
4. სანთელის 1 შეკვრა.
5. ფანარი.
6. 2-3 დღის ძნელადფუჭებადი მაგრამ ადვილადმოსამზადებელი საკვები (კონსერვი, ან პაშტეტი, სუხარი, ჩაი, გალინაბლანკას კუბიკები)
7. დანა (სასურველია მრავალფუნქციური.)
8. პირველადი დახმარების წამლები. "აპტეჩკა" (აუცილებლად რამდენიმე ცალი უბრალო პირსფარით).
9. 1 ხელი ახალი საცვალი და 2-3 ცალი ახალი წინდა.
10. რაიმე პატარა ტურისტული ქვაბი.
11. ცოტაოდენი ფული სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებში (ლარი,დოლარი, ევრო, რუბლი) და საბუთები ... პირადობა,პასპორტი, დაბადების მოწმობა, პრავა ...
12. საქართველოს (კავკასიის) რუქა ან პატარა ზომის მსოფლიო რუქებს კრებული. ასევე პატარა ზომის ლექსიკონი.
ეს ყველაფერი მაქსიმუმ 10-15 კილოგრამს იწონიდეს და საჭიროების შემთხვევაში ზურგჩანთა ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას უნდა იდოს. (გამოდგება როგორც, ტყეში, მეტროში, სოფელში თავის სეფარებისას ასევე მგზავრობისას)
ჩაიცვით აუცილებლად მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ისეთი რომელიც დიდხანს გაძლებს და ნებისმიერ სეზონზე გამოდგენა ... (ბოტასი, ან ტურისტული ჩექმა), ასევე ტანსაცმელი სასურველია იყოს გამძლე (ჯინსი) და მსუბუქი.
ეხლა რაც შეეხება ქცევას ... დაბომბვის (საჰაერო, საარტილერიო) შემთხვევაში (პირველ რიგში ვცდილობთ გავიდეთ უსაფრთხო სამალავში, სარდაფში, საკუჭნაოში, ან დაბალ სართულებზე და დავხუროთ ყველა დარაბა(ჟალუზები) შეძლებისდაგვარად ... ფანჯრებს კი ავაფაროთ მაგიდები კარადები ... საწოლი ან ლეიბები ...) თუ დაბომბვას პერიოდულად გრძელდება დიდი ხნის მანძილზე მცირედი შუალედებით ... დაველოდოთ როგორც კი მიწყნარდება და სასწრაფოთ გადავაადგილდეთ უფრო უსაფრთხო ადგილას რამეთუ კორპუსის და თუნდაც კერძო ბინების სარდაფები არცთუძალიან უსაფრთხოა ... ქალაქის დატოვება უმჯობესია ღამით და საცობების თავიდან ასაცილებლად ან შემოვლითი გზებით ან ალტერნატიული გადაადგილების საშუალებებით ... ველოსიპედი... მოტოროლერი ... ცხენი ... ან ფეხით ... (უმჯობესია წასვლამდე კარგათ გაიაზროთ თუ საით წასვლაა უფრო მეტად მიზანშეწონილი და რა აუცილებელი ნივთების წაღებაა საჭირო)
თუ ალყაში ხართ ან ვერ/არ აპირებთ ქალაქის დატოვებას ... უმჯობესია კარგად დაკეტოთ ყველაფერი და მიაშუროთ მერტოს გვირაბებს, ან სხვა მიწისქვეშა თავდაცვით ნაგებობებს ... თუ ამის აუცილებლობა დადგა სავარაუდოდ შუქი უკვე ქალაქში აღარ იქნება და მეტროს გვირაბები ყველაზე მეტად უსაფრთხო იქნება ასეთ შემთხვევებში იქ დიდი ფართობია, კარგი ვინტილაცია, მრავალი გასასვლელი, წყალის მოპოვებაც არაა პრობლემა ... და ხანგრძლივი პერიოდით გაძლებაც ... თუმცა მეტროს ექსკავატორის ბოლოდან მეტროს სადგურის ბაქნის დასაწყისამდე ნუ გაჩერდებით ... უმეტეს სადგურების აშენებისას გთვალისწინებული იყო საჰაერო თავდასხმისას მოსახლეობის იქ შეფარება და ჯერ კიდევ კომუნისტებისას შემორჩენილია დიდი ბეტონის კარი რომელიც პო იდეე ძლიერი დაბომბვისას თავისით უნდა ჩამოვარდეს და ჩაკეტოს სადგურზე ამოსასვლელი .... თუ დააკვირდებით ბევრ სადგურზე შეინიშნება ასეთი დიდი ბეტონის ფილა ...
რაც შეეხება ქვეყნის დატოვების მარშრუტებს (სავარაუდოდ საჰაერო და საზღვაო მარშრუტები დაიკეტება) ...მანდ რამდენიმე ვარიანტია სავარაუდოდ ... აზერბაიჯანი, თურქეთი ან სომხეთი ... თუ ისინი საზღვრებს გახსნიან და მიიღებენ ლტოლლვილებს ... შესაბამისად უმჯობესია კარგად გაიაზროთ რას აპირებთ სანამ წახვალთ და თუ მაინც ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტთ სავარაუდოთ მარშრუტიც კარგად დაგეგმეთ შექმნილი სიტუაციისა და მიღებული ინფორმაციის შედეგად ...
საქართველოს ძირითადი საბაჟო გამშვები პუნქტებია:
"წითელი ხიდი", "სადახლო", "გარდაბანი", "ვალე" და "ნინოწმინდა" "სარფი".
რა ვიცი ჯერჯერობით ეს მომაფიქრდა და რავიცი ... ... და თუ ჩვენ არ დაგვჭირდება საჭიროების შემთხვევაში ფრონტზე მიმავალ მოხალისეს შეიძლება გაატანო

ისე კი ღმერთმა არ დაგვაჭირვოს არავის

და ყოვეთვის ჯობია მომზადებული იყო და არ დაგჭირდეს ... ვიდრე დაგჭირდეს და მოუმზადებელი შეხვდე ...
ეთიი სიტყვით ამ ფილმს ვუყურე და მომიარა

©
http://gol.ge/index.php?cat=movies&details...search=Ultimate... და ძალიან ნუ განმსჯით ... და თუ საინტერესოდ მიიჩნევთ ცოტა იქნებ თქვენც დაამატოთ რჩევები ... და უფრო პროფესიონალური ...
p.s თემა მემგონი პოლიტიკურიცააა ... რამეთუ მემგონი არაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების ოდნავ მაინც ასამაღლებლად და ეს არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ ადარდებს
This post has been edited by OHO on 28 Jun 2009, 07:23
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs