რა ხდება ბლინ?რუსი ოლიგარქის დასმული მთავრობა რეებს ბედავს?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებულ სამეფოში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას და ქვეყნიდან ერთ რუს დიპლომატს აძევებს.
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს, რომელიც მიუღებელ პიროვნებად გამოცხადდა, საქართველოს დატსატოვებლად 7 დღე მიეცა.
ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ისინი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში არიან. ბრიტანეთის ოფიციალური პოზიციით, საქმეში რუსეთი მონაწილეობს.
ბრიტანეთის მხარდასაჭერად, საერთო ჯამში, აშშ-დან, კანადიდან და ევროპის ქვეყნებიდან 130-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. რუსული მისიის დიპლომატების რიცხვი შეამცირა ნატომაც. სკრიპალის სკანდალის გამო რუსეთიდან დროებით გაიწვია თავისი ელჩი ევროკავშირმაც.
რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ დრომდე სკრიპალების საქმის დეტალებს არ იცნობს და ლონდონს ცილისმწამებლური პოზიცია უჭირავს. მოსკოვმა ლონდონის ნაბიჯების საპასუხოდ, ქვეყნიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.
<a href='https://on.ge/story/20527-სკრიპალის-მოწამვლა-საქართველოდან-რუს-დიპლომატს-აძევებენ' target='_blank' rel='nofollow'>https://on.ge/story/20527-სკრიპ
პ.ს.უი ყოფილა თემა,დახურეთ.
This post has been edited by არმეძებო on 29 Mar 2018, 15:09