#52486656 · 7 Apr 2018, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LFC13 ქულერი მოხსენი და ნახე პროცესორი თბება თუ არა სისტემას რომ ჩართავ. თუ თბება მალევე გამორთე. ქულერი რამე სხვა სისტემაზე შეამოწმე, გაჭედილი ან გადამწვარი ხომ არ არის. კვების ბლოკის კაბელები შეამოწმე დამდნარი არ იყოს შტეკერები ან თვითონ კაბელები. თუ მოდულარი კვება გაქვს მაგის ბუდეებიც შეამოწმე. მაზერზე 24 პინიანი და 4 ან 8 პინიანი (არ გიწერია რა მაზერია) ჩასაერთებლები შეამოწნე, მაგანაც იცის ჩადნობა ან კონტაქტის დაკარგვა. ვინჩესტერზე სატა კაბელი შეცვალე. ოპერატიულები ამოიღე, კონტაქტები საშლელით ან სპირტით გაუწმინდე და დააბრუნე თავის ადგილზე. ყოველი შემთხვევისთვის სოკეტის პინებსაც ჩახედე, გაღუნული არ იყოს რომელიმე. ამ ყველაფრის შემოწმებაში კვების კონტაქტებიდანაც მტვერს მოაშორებ, თერმოპასტას შეცვლი პროცესორზე და რომელიმე დეტალს პრობლემა თუ არ აქვს წესით უნდა ჩაირთოს. რაც მთავარია სათითაოდ დაიწყე ვიდეოკარტების ჩაყენება, არ არის გამორიცხული რომელიმე რაიზერი სცოდავდეს.
This post has been edited by 155V6TI on 7 Apr 2018, 14:50
--------------------
Государство есть совокупность отдельно взятых чиновников, придающих личной выгоде статус общественных интересов.
|