#52444025 · 30 Mar 2018, 15:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე უკვე არაერთხელ დავწერე ამ ფორუმზე, რომ 1989 წლის 9 აპრილის აქციის საპასუხოდ საქართველოს ყველა კოლაბორანტი ხელისულებები ცდილობენ დააკნინონ ამ აქციის მნიშვნელობა და უკვე 29-ე წელია ტოტალურ ანტიეროვნულ პროპაგანდას ეწევიან. ამან ახლაც მნიშვნელოვანი უხერხულობა სეუქმნა ივანიშვილის ამჟამინდელ ხელისუფლებასაც. საქმე ის არის, რომ ნოვიჩოკით ლონდონში სკრიპალის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღით შეტევად შეაფასა და ამის გარშემო დიდი საერთაშორისო სკანდალიც ატყდა. ბრიტანეთთან სოლიდარობის მიზნით რუსი დიპლომატები სადღეისოდ უკვე 28 ქვეყანამ გამოაძევა. ამ მხრივ თავი რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა საქართველომაც გააძევა ერთი რუსი დიპლომატი, მაგრამ ეს არ იყო ადვილი საქმე იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია დიპლომატიყრი ურთიერთობები და თბილისში არ არის რუსეთის საელჩო.
აქ უნდა შეგახსენოთ, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღი ყველაზე სადისტურად 1989 წლის 9 აპრილს დარბევის დროს სწორედ საქართველოში გამოიყენა და მაშინ ათასობით ადამიანი იქნა მოწამლული სიესით. სწორედ ამიტომ ჩვენ მაშინ იმ ქვეყნების მისამართით რომლებმაც ხელი მოაწერეს ქიმიური იარაღის ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას შევადგინეთ პეტიცია, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან დიდი დევნის მიუხედავად მაინც 150 000 კაცმა მოაწერა ხელი. მე ვიყავი ამ პეტიციის მთავარი ირგანიზატორი და ეს ხელმოწერები პირადად ჩავაბარე კიდეც დიდი ბრიტანეთის საელჩოს. მაშინ 9 აპრილის აქციის დარბევის დაყალბების მიზნით საქართველოში ვითომდა გამოძიებიესთვის ჩამოვიდა სობჩაკი და მას საქართველოში ძეგლიც კი დაუდგეს. სობჩაკის მაშინდელი მარჟვენა ხელი ვლადიმერ პუტინი დღეს სლრიპალის საქმეში მთავარ ბრალდებულად განიხილება. ასევე ნავალნის ბრალდებით სობჩაკის ქალიშვილი ქსენია სობჩაკი რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთერთი მთავარ გამყალბებლად მოისაზრება.
საქართველოს დიდი ბრიტანეთისათვის სოლიდარობის გამოსახატად არ სჭირდებოდა არავითარი რუსი დიპლომატის გაძევებაა მით უმეტეს რომ თბილისში რუსეთის საელჩო რარც არის. სრულიად საკმარისი იყო 9 აპრილის აქციაზე მოსკოვის მიერ სიესის გამოყენების ფაქტის გახსენება და იმ 150 ათას ხელმოწერიანი პეტიციის ბედის გამოკვლევა. მაგრამ როგორც მოგახსენეთ ამ ამბავს დაწყებული კომუნისტებიდან და დამთავრებული დღევანდელი ხელისუფლებით ყველა ხელისუფლება ჩქმალავს. ახლოვდება 9 აპრილის 29 წლისთავი და ჩვენ უკვე 29 გავხდებით იმისი მოწმე თუ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის ყველა წყაროებით როგორ დაიწყება 9 აპრილის აქციის მნიშვნელობის გაბანძება. ამ აქციის აქტივისტთა დევნა კი დღემდე არ წყდება.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|