მოკლედ ფანების კონტროლერს აქვს ქარხნული იაღლიში, ბიოსში შეცდომით უწერია idle რეჟიმში 0% აბაროტის მაგივრად 100% ანუ როცა ვიდეოკარტა ნაკლებად არის დატვირთული და ტემპერატურა 45 გრადუსზე ქვემოთ არის წესით ფანები უნდა გაითიშოს, ამ კარტაზე კი გათიშვის მაგივრად 100%-ზე იწყებენ ტრიალს, როგორც კი ტემპერატურა 45 გრადუსზე ზემოთ ავა მერე უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ (გინდა ავტოზე დააყენებ და როგორც გინდა ისეთ აბაროტებზე ატრიალებ), 80% ფანზეც კი არა აქვს საერთოდ ხმა ისეთი ჩუმი ფანებია, 100%-ზე როცა ტრიალებს მაშინ კი აქვს ცოტა ხმა მაგრამ ისეთი არა რომ აუტანელი იყოს
მაინინგისთვის ვაბშე არაა პრობლემა ისედაც 24 საათი მუდმივად დატვირთული იქნება და ფანებიც ჩვეულებრივად მუშაობენ მაგ დროს, ცხელი კარტაც არ არის სადღაც 70 გრადუსზე მუშაობს დახურულ კეისში, ღია ჩარჩოზე მაგდენზეც არ ავა ალბათ
ხოდა ამ ფანების იაღლიშის გამო ცოტა იაფად გავყიდი, ანუ რაც მიწერია იმაზე კიდევ დავაკლებ ფასს

პ.ს. არის რაღაც პაჩი ინტერნეტში რომელზეც ამბობენ რომ ასწორებსო ამ პრობლემას, მაგრამ მე მაგის ჩალიჩი არ მინდა, პირადად მე არ მიქმნის პრობლემას და ტყუილად არაფერი დავაზიანო მეშინია

1080Ti AMP! და AMP! Extreme ვერსიებს ჰქონია ეგ პრობლემა ზოგიერთ პარტიას, ანუ რამე დაზიანების გამო არ არის, ქარხნული იაღლიშია
This post has been edited by PAINKILLER on 29 Mar 2018, 15:05
მიმაგრებული სურათი