თუ არ დაგეზარებათ წაკითხვა, საინტერესო თემა შეიძლება გამოვიდეს
თანასწორობასა (მის განმარტებაზე) და სიტყვის თავისუფლებაზე (ვინც არ იცით, ორივე ლიბერალური ღირებულებაა) ბევრი დაწერილა... მეტნაკლებად ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებებია...
ფორუმელთა უმეტესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი... ალბათ, თქვენს უმეტესობას არაპოპულარული აზრის გამოხატვის უფლების ქონაც სურს (მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვისთვისაც გინდათ ეს უფლება

)...
ეს თემა სიტყვის თავისუფლებაზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორზეა...
როგორც წესი, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა სახელმწიფოების მხრიდან... ზევით რამდენიმე ბიძია წყვეტდა, რომელი აზრები შეიძლება გაჟღერდეს და რომელი აზრებია სახიფათო საზოგადოებისთვის... ჩვენც კარგად გვაქ გამოცდილი ცენზურები ბოლო საუკუნეების განმავლობაში.... არ არსებობს "სწორი" ცენზურა... ცენზურის დაწყება უკვე შეცდომაა...
დღეს ახალი გამოწვევები აქვს სიტყვის თავისუფლებას... გაჩდნენ კომპანიები, რომლებსაც იმაზე ბევრად დიდი ძალაუფლება, გავლენა და ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სახელმწიფოთა უმეტესობას... ამ კომპანიებს აქვთ ინფორმაციის კონტროლის შესაძლებლობა...
დღეს ძალიან პოპულარულია თანამედროვე ლიბერალიზმი, განსაკუთრებით დასავლეთში... ამ იდეოლოგიის მიმდევრებს პრეტენზია აქვთ უზენაეს მორალზე და შესაბამისად არც იმას ერიდებიან, რომ შენ შეგიზღუდონ სიტყვის თავისუფლება, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ ეთანხმები ყველაფერში...
დასავლეთში ეს იდეოლოგია გავრცელებულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში... ამის გამოხატულებაა თუნდაც გენდერული კვოტირებები და დასაქმებისას დისკრიმინაციის აკრძალვაც..
ახლა კი კერძო სექტორზე გადავიდეთ... ფეისბუკი და გუგლი არიან მეგაკომპანიები, რომლებსაც უმეტესობა იყენებს ამა თუ იმ ინფორმაციის მისაღებად... გუგლი კი ფლობს "ძებნის ბაზრის" 75%-ს... ანუ თუ არ ევასები გუგლს და მან გადაწყვიტა შენი დაბლოკვა, მაშინ გაგიჭირდება ხალხისთვის ხმის მიწვდენა.... "გაჩუმებენ"...
სწორედ ეს მოუვიდა Prager University-ს... მათ აქვთ იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება თანამედროვე ლიბერალიზმს.. ისინი აკეთებენ 5 წუთიან ვიდეოებს (ზევით რომ დავდე სიტყვის თავისუფლებაზე, ეგეთებს) სხვადასხვა საკითხებზე და ამ გზით ცდილობენ საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას... როგორც აღმოჩნდა, გუგლი ბლოკავდა მათ ვიდეოებს, რადგან არ თვლიდა მათ მიზანშეწონილად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის....
შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ ამ ლინკზე:
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პრეგერი მოგვწონს თუ არა... მაგრამ თუ ბლოკავენ მაგათ, ესეიგი ბლოკავენ სხვასაც... ანუ მე, რომ პირობითად მომინდეს გარკვევა არის თუ არა ინტელექტუალური განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის, დაგუგლვამ შეიძლება მარტო ის სტატიები ამომიგდოს, რომლებიც განსხვავებას უარყოფენ, ალტერნატიულ შეხედულებებს კი ხელოვნურად ბლოკავენ... მე თუ არ ვიცი ამ ფილტრის შესახებ, მეგონება რომ სულ ეს ინფორმაცია არსებობს და "დავიჯერებ"...
შესაბამისად არსებობს პრობლემა, რომ არ ვიცით რა პროდუქტს ვიღებთ კომპანიებისგან....
არის ერთი ვარიანტი, რომ სახელმწიფომ აკრძალოს მსგავსი ტიპის ქმედება (ცენზურა), მაგრამ ჩემთვის ეს გაუგებარია... კომპანიას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, შეხედულებები და ღირებულებები... და შესაბამისად დაბლოკოს ინფორმაცია თუ მას არ ეთანხმება...
პრობლემას მე სხვა რამეში ვხედავ... ჩემი აზრით, პრობლემა არის, რომ გუგლი არ გვეუბნება თავისი ფილტრების შესახებ... გუგლს თავის მისიაში უწერია: “Organize the world’s information and make it universally accessible and useful.” (მსოფლიოს ინფორმაციის დაორგანიზება და მისი ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა)... ანუ გამოდის რომ გუგლი გვატყუებს...
საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან მახინჯი ფორმები მიიღოს (დღეს თუ დიდად არ გაწუხებთ, არ ნიშნავს რომ ხვალაც არ შეგაწუხებთ)...
ჩემი აზრით, გამოსავალი ამ სიტუაციიდან შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა, რომ მსგავსი ტიპის ფილტრების შესახებ დაწერონ მთავარ გვერდზე.... როგორც ყველა საჭმელს აწერია შემადგენლობა, ასევე ეწეროს ფბ-ს, გუგლს და სხვა მსგავსი ტიპის საიტებს, თუ რა სახის ინფორმაციას არ ატარებენ... მთავარ გვერდზე, რომ ყველასთვის ყოველთვის იყოს ცნობილი...
რომ მეცოდინება, რომ რაღაც ტიპის ინფოს მიბლოკავენ, მაშინ ავდგები და ისეთ სერჩ ენჯინს გამოვიყენებ, რომელიც არ დამიბლოკავს არაფერს...
აქვე ამონარიდი სტივ ჯობსის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს Privacy-ზე... საკითხი სხვა არის, მაგრამ მიდგომა - იგივე...
"Privacy means people know what they're signing up for, in plain English and repeatedly."
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? საერთოდ თუ არის პრობლემა, ან როგორ გადაჭრიდით?

პს
ვინც ერკვევით, რომელი სერჩ ენჯინი არის ამ მხრივ სანდოც და თან კარგიც?
This post has been edited by Nickboy on 31 Mar 2018, 20:09