თურქულმა არხმა გამოკითხვა გაავრცელა. გამოკითხვა თბილისში ჩატარდა. ჟურნალისტი ქართველებს ეკითხება, თუ რა მოსდით პირველად თავში თურქეთის ხსენებაზე?
გამოკითხულების ნაწილის პასუხები თურქ მაყურებელში ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამან კი სოციალურ ქსელში მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
კერძოდ, თბილისელების ნაწილმა, კითხვაზე - თუ რა მოსდით პირველად თავში თურქეთის ხსენებაზე, ასე უპასუხა:
"თურქეთზე სტამბოლი, ანკარა მახსენდება და საქართველოს მიტაცებული მხარე, ახლა კი აჭარაც უნდათ," "რუსეთი," "ომი", "ზუსტად იგივე, რაც სიტყვა რუსეთის მოსმენისას, გამომდინარე იქედან, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთთან შედარებით უკეთეს პოზიციაზეა საქართველოსთან მიმართებაში," - ასე უპასუხეს კითხვას ქართველების ნაწილმა.
მეზობელი ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებლების რეაქციები ქართველებისგან განსხვავებით, ბევრად ლოიალური და კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა გულისტკენა გამოთქვა მსგავსი დამოკიდებულების გამო მეზობელი ქვეყნის მხრიდან. კერძოდ, თურქმა მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარები დაწერეს:
"ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანები ძალიან რასისტები არიან. მათ ჯერ კიდევ ახსოვთ, რა მოხდა წარსულში, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. ისინი ცდებიან ოსმალეთის იმპერიასთან დამოკიდებულებაში, არც იციან ნამდვილი ისტორია. საქართველოვ, საყვარელო, უკეთესად ისწავლე ისტორია!"
"საქართველოს განათლების სისტემა სასწრაფო გაუმჯობესებას მოითხოვს."
"ქართველმა ლამაზმანებმა ისტორია არ იციან. ოსმალეთი საქართველოში გადასახადების ასაკეფად იჭრებოდა, თუმცა, ამ გადასახადებს მაშინ თითქმის მთელი მსოფლიოდან ვიღებდით."
"ჩვენი მეზობელი ქართველი გოგონები ძალიან ლამაზები არიან."
"გოგონა ამბობს, რომ თურქეთი რუსეთივით ოკუპანტია. ამ გოგონამ არ იცის, რომ რუსეთი თურქეთისგან განსხვავებით იჭრება მათ მიწაზე და იკავებს მათ, თურქეთი კი იქ არასოდეს შეჭრილა, არ წაურთმევია საქართველოსთვის მიწები. გოგონები ლამაზები არიან, საქართველოში ვიზა არ არის ხომ საჭირო?"
"პირველივე ქალბატონი, რომელიც თურქეთზე საუბრობს, ძალიან, ძალიან ცდება. არ არის, დეიდა, ასე!"
"ეს გოგონები გამოაგზავნონ და ჩვენ მიწებს დავუბრუნებთ."
"მე ვიყავი საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ვინმეს სძულს დედამიწაზე თურქები, ქართველები პირველ სამეულში შევლენ. ეს ძალიან სამწუხაროა. სომხებს უფრო ნაკლებად სძულთ თურქები, ვიდრე ქართველებს. "
"რა მაგარია! ვიდეოში თითქმის ყველა გოგონა ლამაზია."
"საქართველო ცივილიზებული ქვეყანაა, ქალები მშვენიერები არიან, მამაკაცები - მშვიდები."
"მე თურქეთიდან ვარ. ქართველი ხალხი ძალიან ჰგავს თურქ ხალხს და ეს გასაგებია - ჩვენ ხომ მეზობლები ვართ. ჩვენი ფოლკლორი ერთმანეთს ჰგავს. მრავალი საუკუნე ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით და ბევრი გვაქვს საერთო. მე შემიძლია გითხრათ, რომ თურქებს უყვართ მეზობელი ქართველი ხალხი." - წერენ თურქი მომხმარებლები.
წყარო:
http://presa.ge/new/?m=society&AID=64542