კახა კალაძე: გადაწყვეტილება მივიღეთ, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ
http://kvira.ge/389636 * * *
„შეფასებისა და ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში – მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.