ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თემით საზოგადოების ნაწილის მიერ სპეკულაციური და ზედაპირული განცხადებები კეთდება, რაც მისი თქმით, საკმაოდ სახიფათო სიგნალია.
„ოჯახის მხრიდან ამ საკითხებზე საუბარი გასაგებია, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, იმდენად ზედაპირულ და გაუაზრებელ შეფასებებს აკეთებენ ხოლმე, რომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟთან.
ვიცი, რომ იგეგმება აქციები, რომ პროკურატურამ დააჩქაროს ამ საქმის გამოძიება და ნათელი მოჰფინოს, რა ვითარებაში დაიღუპა ეს ადამიანი. ოჯახის ეს მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილის ისტერიკა, სპეკულაციები და ოჯახის წაქეზება, საბოლოო საკმაოდ სახიფათო სიგნალი შეიძლება იყოს.
სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიები ხდება და არა მხოლოდ საქართველოში.
http://kvira.ge/389841