Facebook-მა და Instagram-მა რუსული საინფორმაციო და ინტერნეტკვლევის სააგენტოების გვერდები დაბლოკეს
რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციელური ქსელებიც ერთვებიან. Facebook-მა და Instagram-მა რუსული საინფორმაციო და ინტერნეტკვლევის სააგენტოების გვერდები და მათთან დაკავშირებული 270-ზე მეტი ანგარიში დაბლოკეს.
მარკ ცუკემბერგმა ამ სააგენტოებს "ტროლების ფაბრიკა" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ანგარიშების დაბლოკვა მოსკოვის მხრიდან მსოფლიო საარჩევნო პროცესებში ჩარევის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
Facebook-ის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 5 ათას ადამიანს დაასაქმებს, ჯამში კი მომხმარებლების საინფორმაციო დაცვაზე 20 ათასი სპეციალისტი იმუშავებს.
განცხადება ცუკემბერგმა კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის ფონზე გააკეთა. 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის გამო Facebook-ის ინვესტორმა მარკ ცუკემბერგის გადადგომაც მოითხოვა.
გოოდ ჯობ , კარგი ამბავია
ამათ ვანახებთ ჩვენ ჰიბრიდულ ომს
http://rustavi2.ge/ka/news/100809