#52476037 · 5 Apr 2018, 12:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, გოგონებო, დედებო, გადაცემისთვის ვეძებთ მშობლებს, რომელთაც ცუდი გამოცდილება ჰქონდათ ძიძებთან დაკავშირებით (ქურდობა, ძალადობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური...). ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის და იქნება ყოველთვის აქტუალური და ჩვენი აქტიურობითა და ღია საუბრით დავეხმარებით სხვა მშობლებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მომავალში, რადგან შვილებზე მნიშვნელოვანი არაფერია! პირადად მე მქონია ცუდი გამოცდილება ძიძასთან დაკავშირებით და ვიცი რაოდენ რთული და მტკივნეული საკითხია ეს, მითუმეტეს მშობლისთვის.
წინასწარ გიხდით მადლობას აქტიურობისათვისა და გაბედულობისთვის!
|