#52494461 · 9 Apr 2018, 03:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 9 აპრილია. ორ ადამწყვეტ თარიღს ვიხსენებთ ამ დღეს. ერთი გლოვის დღეა, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსულ რეპრესიულ მანქანას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და თქვენი მონამორჩილი ამ დღეების შემსწრე და მონაწილეა და მეორე, უფრო დიდი და გრანდიოზული: 1991 წლის 31 მარტს, ჩატარდა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
გილოცავთ ამ დიად დღეს!
რაც შეეხება 26 მაისს, როცა საქართველოს მთავრობა ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს არის ფარსი, რადგან 1918 წლის 26 მაისი არის საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე, რომელმაც იარსება 3 არასრული წელიწადი. 26 მაისის აღნიშვნა, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღის, 1991 წლის 9 აპრილის დასაკნინებლად, დაევალათ რუსეთის ემისრებს ედუარდ შევარდნაძის ზეობისას, რომელიც მოსკოვის კრემლიდან თბილისში ჩამოიყვანეს რუსეთის ერთგულმა ნაბიჭვრებმა - ჯაბა იოსელიანის, თენგის კიტოვანის და თენგის სიგუას ხელმძღვანელობით.
ვიცოდეთ საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|