„საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებები იგეგმება, რომლის მიზანიცაა ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა რაიმე ნიშნით. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსის” შესაბამის მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია:
„შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.“
http://www.newposts.ge/?l=G&id=169123-%E1%...%83%90%E1%83%A1ძაანაც კაი
აბა რა იყო, ლამაზი, გრძელფეხება 25 წლამდე მანდილოსანი
იქნებ მე უფრო ლამაზი ფეხები მაქვს ბლიად
აწი ვიშოვი სამსახურს ყვარელში მაინც, თელავში თუ ვერა
პ.ს. გურჯაანელები არ გამომეხმაუროთ, მანდ მაინც არ ვიმუშავებ