დიდი ზარზეიმით და და ამაყად გამოგვიცხადა ბატონმა პრემიერმა, რომ გაღატაკებულ მოსახლეობას შავი ჯიპები აღიზიანებს და ამიტომ ხელისუფლება სხვა ფერის, მაგრამ ახალ ჯიპებზე გადასკუპდება.
ასეთი სვლით ქვეყნის ბიუჯეტიც და უკმაყოფილო მოსახლეობაც შვებით ამოისუნთქავს!
ნუთუ მთლად ასეთი ბრიყვია ჩვენი ბრძენი მოსახლეობა?
როგორც ნაცები გავიდნენ მათი მმართველობის შუახანში ხელიდან, ისე ქოცები გადაქანდნენ ბინძურ ხრიკებისკენ და სურთ გამოათაყვანონ მათ მიერვე დაბეჩავებული და გაღლეტილი ქვეყნის მოსახლეობა.
ხალხს სახელისუფლებო მანქანების ფერი კი არ აღიზიანებს, არამედ ამ მანქანების სიძვირე, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყნის ბიუჯეტს და ამდენად ამ ბიუჯეტის წყაროს - მოსახლეობას.
დაიწყება ახლა ბნელი მანიპულაციები ახალი მანქანების შეძენისას.
პარლამენტი, სამინისტროები, მერიები, მუციპალიტეტები დაიწყებენ კორუფციულ ფუთფუთს ავტომანქანების იმპორტიორ კომპანიებთან.
ფაქტიურად ატკატებს გაუხსნა გზა ბრძემა პრემიერმა.
მეორე ფუთფუთი შავი, ძვირადღირებული ავტომობილების გასაღების პროცეში აფუვდება.
მთელი უსაქმური სახელმწიფო აპარატი ახლა საქმიანად გადაერთვება ავტობიზნესის სფეროზე.
- ვიყიდი-გავყიდი!
გამაკლერდება ქვეყნის ძარცვით გამდიდრებული ჩინოვნიკობა.
ეს იქნება ამ "სახელმწიფოებრივი" სიბრძნის უდიადესი შედეგი.
პირველად, რამდენადაც ვიცი, თბილისის მერია დაფაცურდა და აიტაცა ეს დიადი იდეა.
ეტყობა, რომ ყველაზე სწრაფად თბილისის მერია ხვდება ქვეყნის განვითარების დიად ხედვას.
მერიის ახკომის შემართული ახალგაზრდული ფრთა დაკავდება ამ, ქვეყნისთვის საშური საქმით.
დაიწყება მათი სირბილი და დიდი იქნება მათი ღვაწლი ახალი ანქანების შეძენასა და ძველების გასაღების საქმეში.
ბრეჟნევი დაუფასებს მათ და მედლებსაც დაკიდებს ღირსეულად დასაფასებლად.
ქვეყნის ბიუჯეტს კი მრავალი მილიონი დააკლდება, მაგრამ ჩვენ გვიღირს ეს ხარჯები, რადგან ჩვენ გვიყვარს ჩვენი ეფექტური პარტია და მთავრობა!
"ნუ აუკრავთ პირს მეკალოე ხარს."
პარტია ნაშ რულევოი!
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.