#52503166 · 10 Apr 2018, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირიდიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 77, და აღინიშნება სიმბოლოთი Ir (ლათ. Iridium). ირიდიუმი - ძალიან მაგარი, ძნელადდნობადი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გარდამავალი ლითონია პლატინის ჯგუფიდან, რომელსაც აქვს მაღალი სიმკვრივე და ამ პარამეტრით შეედრება მხოლოდ ოსმიუმს (Os და Ir სიმკვრივე პრაქტიკულად ტოლია გამოთვლითი ცდომილების გათვალისწინებით)[4]. აქვს მაღალი კოროზია მედეგობა 2000 °C-ზეც კი.
|