ევროლიგამ სეზონის გუნდებისა და MVP-ის გამოკითხვა დაიწყო ფანებს შორის. ფანებს სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა აქ შეუძლიათ.
http://alleuroleagueteam.euroleague.net/al...agueteampublic/ხმის მიცემა შესაძლებელია სოციალური მედიის რომელიმე ექაუნთის მეშვეობით (მათ შორის ფეისბუქითაც). დღეში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი ხმის მიცემა. ირჩევთ სასურველ ხუთეულს, მათში MVP-ის და აძლევთ ხმას.
გამოკითხვას 7DAYS აწყობს და ფანების ხმებს 25%-იანი ძალა ექნება, დანარჩენი 75% კი მედიის ხმებზე იქნება დამოკიდებული. ხმის მიცემის პერიოდი 4 მაისს დასრულდება.
ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდება ის, რომელსაც მედიასა და ფანებს შორის ყველაზე მეტი ხმა ექნება. ის და მომდევნო 4 მოთამაშე ევროლიგის სეზონის პირველ გუნდში მოხვდებიან, მომდევნო ხუთი კი - მეორეში.
ქართველ ფანებს შესაძლებლობა აქვთ ხმა გიორგი შერმადინსა (უნიკახა) და თორნიკე შენგელიას (ბასკონია) მისცენ. ამასთან, შენგელია ერთ-ერთი ფავორიტია და კარგი შანსი აქვს, ევროლიგის სეზონის რომელიმე გუნდში მოხვდეს.
ჯერჯერობით, ფენერბაჰჩეს ვარსკვლავი იან ვესელი ლიდერობს ხმების 10.7%-ით. მეორეზე ნიკ კალათესია, მესამეზე - ლუკა დონჩიჩი. თორნიკე შენგელია 4%-ით ამჟამად მე-8 ადგილზეა.
http://alleuroleagueteam.euroleague.net/al...agueteampublic/რეგულარული სეზონის ბოლო ტურის Top 10 მომენტში თორნიკე შენგელიას დაფარება მოხვდა მე-8 ნომრად. ნახეთ ყველა გამორჩეული ეპიზოდი...
თოკო წელს მაგარ ფორმაშია

არ დავაჩაგრიოთ ჩვები ბიჭები გადამთიელებს!!!!
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3