საქართველოს საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა.
არაფორმალური მმართველობა - ეს არის კიდევ ერთი საკვანძო დაბრკოლება საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, ფუნქციონირებისათვის. ანგარიშის მიხედვით, ფართოდაა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაფორმალური გავლენით სარგებლობს.
ვითარება გაუარესებულია მედიის თავისუფლების კუთხითაც
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ახალი მმართველობის პირობებში. 2017 წლის იანვარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩიეს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც მანამდე მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორ ტელეკომპანიაში, GDS-სა და მეცხრე არხზე. ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი გადაცემები დახურა. დაიხურა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა პარლამენტის სხდომების ტრანსლირება.
შესაძლოა, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საქმე იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადაეცა მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილისგან აღქმული იქნა, როგორც მცდელობა გაეჩუმებინათ ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.
სასამართლო სისტემა საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას და განცდას, რომ ეს სისტემა პოლიტიზებულია. 2017 წელს საქართველოში სასამართლო სისტემის რეგრესად უნდა მივიჩნიოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, უკანონო დაკავება და მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება. მცირე, მაგრამ მზარდი რიცხვი პოლიტიკური ზეგავლენით ნაკარნახევი სასამართლო გადაწყვეტილებებისა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.
წყარო:
https://www.radiotavisupleba.ge/a/mediisa-d...i/29158772.htmlმადლობა ბიძინა!
-----
ნახვა - 80
კომენტარი - 0
მიიღეს დავალება შიდა ჯგუფებში არ ახსენოთო

ქოცები
This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 12 Apr 2018, 01:04
მესმის რომ ქოცის ტვინი (უფრო სწორად ის 41 ხვეული რაც აქვთ) საკმარისი არაა ნათქვამის კონტექსტის ანალიზისთვის @AUTOCRAT