ვფიქრობ, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და პარლამენტის წევრები ურთიერთობებს ძალიან მალე დაალაგებენ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მე ვფიქრობ, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და პარლამენტი და პარლამენტის წევრები ამ ურთიერთობებს ძალიან მალე დაალაგებენ. არ ვფიქრობ, რომ არის რაიმე შეშფოთების საფუძველი ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე საუბარი სერიოზული არ არის.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...daalageben.html