ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი ამ საკითხით და თემას პირდაპირ კითხვით დავიწყებ
პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს თუნდაც ერთი მაღაზია რომელშიც ყოველგვარი ეჭვების გარეშე შევიძენ ხარისხიან პროდუქტს, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება მის აღწერილობასთან.
მოკლედ საკმარისად ვიძრომიალე ინტერნეტ სივრცეში საიმისოდ რომ არჩევანი შემეჩერებინა თუჯის და კერამიკის საფარიან ჭურჭელზე და ეხლა მხოლოდ ის მაინტეესებს არის თუ არა თბილისში ისეთი ადგილი სადაც სერტიფიცირებული ევროპული პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.
1) მინდა შევიძინო ახალი და ხარისხიანი თუჯის ქვაბი და ტაფა.
2) ასევე მინდა შევიძინო კომპლექტი კერამიკული დაფარვით.
ემალის, ბიოგრანიტის და ტეფლონის საფარიანი ჭურჭელი არ მაინტერესებს.